ქეთევან ბოლქვაძე

Book AN Appointment

დოქტ. ქეთევან ბოლქვაძე არის  ლუნდის უნივერსიტეტის (შვედეთი) პოლიტიკური მეცნიერების დეპარტამენტის ასისტენტ-პროფესორი. მისი სპეციალიზაცია მოიცავს სამართლებრივ და პოლიციის რეფორმებს, დემოკრატიზაციას, ბიუროკრატიულ პოლიტიკას და კორუფციის კვლევას. ქეთევან ბოლქვაძეს მოპოვებული აქვს პოლიტიკის მეცნიერების დოქტორის ხარისხი გოტენბურგის უნივერსიტეტში და ევროპული სწავლებების მაგისტრის ხარისხი მაასტრიხტის უნივერსიტეტში. მისი კვლევა გამოქვეყნებულია ისეთ საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალებში, როგორებიცაა შედარებითი პოლიტიკური სწავლებები, პოლიტიკის კვლევის ევროპული ჟურნალი, დემოკრატიზაცია და სხვა. მას ამ დრომდე უმუშავია საერთაშორისო გამჭირვალობასა და საერთაშორისო ურთიერთობების ეროვნულ დემოკრატიულ ინსტიტუტში, თბილისში.