ქეთევან ჯაჭვაძე

კომუნიკაციების ოფიცერი
Book AN Appointment

ქეთევანი GIP-ის კომუნიკაციების ოფიცერია. ის ზრუნავს ორგანიზაციის იმიჯზე და აწვდის სიახლეებს ინსტიტუტის შესახებ საზოგადოებასა თუ მედიას. მისი საქმიანობის მთავარი მიმართულებებია – საზოგადოებასთან ურთიერთობა და ორგანიზაციის საქმიანობის კომუნიკაციური მხარდაჭერა, GIP-ის სოციალური მედია პლატფორმების მართვა,  კონტენტის მომზადება და გავრცელება, ღონისძიებების დაგეგმვა და ორგანიზება.  ქეთევანი ფლობს მაგისტრის ხარისხს საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯმენტში. აქვს არასამთავრობო სექტორში მუშაობის 7 წლიანი გამოცდილება, როგორც პროექტების კომუნიკაციების მენეჯერი. თანამშრომლობს CinéDOC-Tbilisi – საერთაშორისო დოკუმენტურ კინოფესტივალთან კავკასიის რეგიონში, როგორც საზოგადოებასთან ურთიერთობის (PR) კონსულტანტი.