ქრისტინე პატარაია

ადმინისტრაციული მენეჯერი
Book AN Appointment

ქრისტინე საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის (GIP) ადმინისტრაციული მენეჯერია. მას აქვს საერთაშორისო ურთიერთობებისა და ევროპათმცოდნეობის მაგისტრის ხარისხი საქართველოს უნივერსიტეტიდან, სადაც მას ასევე ეკავა ბაკალავრიატის საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამების კურატორის პოზიცია.  მრავალი წლის განმავლობაში ქრისტინე მუშაობდა ბიზნეს სექტორსა და სხვადასხვა არაკომერციულ ორგანიზაციაში -“International Association for Political Science Students” (IAPSS) და “The Georgian Forecast” (TGF). ინგლისურენოვან გაზეთ “The Georgian Times”-ში ის წერდა სტატიებს პოლიტიკურ და სოციალურ თემებზე. ქრისტინეს გავლილი აქვს სტაჟირება საქართველოს პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტში. საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის (GIP)  გუნდს ის 2019 წლის დასასრულს შემოუერთდა.