შორენა ლორთქიფანიძე

Book AN Appointment

შორენა ლორთქიფანიძე არის თავდაცვის და უსაფრთხოების სამოქალაქო საბჭოს თანადამფუძნებელი და გამგეობის წევრი. 1999 წლიდან ჩართულია სამოქალაქო საზოგადოების საქმიანობაში როგორც ანალიტიკოსი და პროექტების მენეჯერი. მისი პროფესიული ინტერესების სფეროებია: საგარეო პოლიტიკა, თავდაცვისა და უსაფრთხოების პოლიტიკა, უსაფრთხოების სექტორის რეფორმა, ბირთვული უსაფრთხოება და გაუვრცელებლობა, მშვიდობისა და კონფლიქტის კვლევები, მრავალფეროვნების და გენდერული საკითხები. იგი 2008 წლიდან კითხულობს ლექციებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. არის ევროკავშირის პროგრამების ექსპერტი, ასევე მსოფლიო ბანკის საერთაშორისო ანგარიშვალდებულების მექანიზმის მრჩეველი. მუშაობდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში და საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტში.