ELS-ის დღიურები 2021 – მარტის თვის გამოცემა

მარტის თვეში #ELS2021-ის ტრენინგებმა ფიზიკურ სივრცეში გადაინაცვლა. შევაჯამოთ მომავალ ლიდერთა სკოლაში გასულ თვეს ჩატარებული ტრენინგები, რომლებმაც ჯამში 5 სხვადასხვა საინტერესო თემა და 16 სესია მოიცვა. 

 

მომავალ ლიდერთა სკოლა არის ინიციატივა, რომელიც GIP-ის მიმდინარე პროექტის „ცვლილებებზე ორიენტირებული ახალგაზრდების ხელშეწყობა საქართველოში“ ფარგლებში ხორციელდება USAID/Georgia-ს ფინანსური მხარდაჭერითა და კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრთან (CRRC Georgia) თანამშრომლობით. პროექტი მიზნად ისახავს ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლებას პოლიტიკური პროცესებისა და დემოკრატიზაციის შესახებ, მათი ლიდერული უნარ-ჩვევების განვითარებას, პოლიტიკური და სოციალური ჩართულობის წახალისებას და ასევე, მათ პროფესიულ ზრდას. 

ELS-ის მეორე გამოშვება ივნისში დასრულდება.

Related Posts