GIP პარიზის მშვიდობის ფორუმს დაესწრო

11-13 ნოემბერს საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის ანალიტიკოსი, მარიამ გრიგალაშვილი, პარიზის მშვიდობის ფორუმს დაესწრო. საფრანგეთის დედაქალაქში გამართული ფორუმი ახალი ყოველწლიური ღონისძიებაა, რომლის მიზანია, საერთაშორისო თანამშრომლობის მიღწევა მსოფლიოში არსებულ პრობლემატურ საკითხებზე. ღონისძიება სხვადასხვა ფორმატში მიმდინარეობა და მას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან მთავრობების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ფორუმის სტუმრებს საშუალება ჰქონდათ დასწრებოდნენ როგორც მოხსენებებს ასევე, მონაწილეობა მიეღოთ პროექტების გარშემო არსებულ დისკუსიაში.

პარიზის მშვიდობის ფორუმის შექმნის თავდაპირველი ინიციატორი საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი იყო, თუმცა ფორუმის ბაზაზე შექმნილია არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც დაფუძნებულია კორბერის ფონდის, მო იბრაჰიმ ფონდის, საერთაშორისო ურთიერთობების ფრანგული ინსტიტუტის და სხვა ორგანიზაციების მიერ. ფორუმის აღმასრულებელი კომიტეტი შედგება დამფუძნებელი ორგანიზაციებისგან, რომლთაც თავის მხრივ, ზედამხედველობას უწევს მმართველი კომიტეტი, რომელიც შედგება 16 ექსპერტისგან ყველა კონტინენტიდან.

 

 

Related Posts