29/03/2017 magda

საქართველო ევროპულ პოლიტიკაში – ფონდი ღია საზოგადოება-საქართველო (OSGF)

პროექტის ხანგრძლივობა: 11.2016 || 10.2017

სტატუსი: Ongoing

დონორი: ფონდი ღია საზოგადოება-საქართველო (OSGF)

Budget: 22,615 USD

აღნიშნული პროექტის მიზანია, საქართველოს ევროკავშირთან ინტეგრაციის გაძლიერება ინფორმაციის დეფიციტის შევსებისა და ევროპელ კოლეგებთან საჯარო დებატებში საქართველოს მონაწილეობის გზით.

პროექტის მიზანია:

  • ევროპული რეალობის და ასევე, იმ საკითხების ირგვლივ ცოდნის გაღრმავება, რომლებიც წარმართავენ საჯარო პოლიტიკას ევროკავშირის ქვეყნებში;
  • საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების უფრო ზუსტი და რეალისტური შეფასება და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესისადმი მოლოდინების მართვის ხელშეწყობა;
  • მსჯელობა ევროკავშირთან დაკავშირებული პოლიტიკის საკითხებზე და მათ გავლენაზე საქართველოში.

 

აღნიშნული პროექტის ფარგლებში, საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტი გამოაქვეყნებს კომენტარებისა და ბლოგ პოსტების სერიას ევროკავშირის საკითხებზე, რომლებიც რელევანტურია საქართველოსთვის, ან საერთაშორისო მოვლენებზე, რომელთაც შესაძლოა გავლენა ჰქონდეთ საქართველოს განვითარებასა ან ევროკავშირთან მის ურთიერთობებზე. ბლოგ პოსტები გათვლილი იქნება უფრო ფართო აუდიტორიაზე მაშინ, როცა კომენტარები შემოგვთავაზებს ევროპაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების სიღრმისეულ ანალიზს. იმისათვის, რომ ევროკავშირთან დაკავშირებულ საკითხებზე ღია საზოგადოებრივი დებატებისთვის შეიქმნას სივრცე, GIP გამართავს საჯარო დისკუსიებს.

და ბოლოს, GIP ბათუმში ქართველი და ევროპელი სტუდენტებისთვის საზაფხულო სკოლას გაუწევს ორგანიზებას. ამ უკანასკნელის ძირითადი მიზანია, განსხვავებული კულტურული ფონის მქონდე ახალგაზრდების ერთად შეკრების გზით, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებთან დაკავშირებული სხვადასხვა აღქმა-წარმოდგენებზე არსებული გამოცდილების გააფართოება.