17/04/2018 magda

განაცხადის მიღება – შავი ზღვის საზაფხულო უნივერსიტეტი 2018

შავი ზღვის რეგიონის გეოპოლიტიკა
19-25 ივლისი, თბილისი, 2018
სამუშაო ენა: ინგლისური

შავი ზღვის საზაფხულო უნივერსიტეტში სწავლის მსურველთა განაცხადების მიღება დაწყებულია.

შავი ზღვის საზაფხულო უნივერსიტეტი სთავაზობს მაღალი დონის სასწავლო კურსს პოლიტიკის მეცნიერებების, საერთაშორისო ურთიერთობებისა და სხვა მონათესავე სფეროების სტუდენტებს. კურსი მოიცავს ლექციებს, დისკუსიებსა და კულტურულ პროგრამას.

ქართველ და საერთაშორისო სტუდენტებს შავი ზღვის რეგიონის შესახებ ლექციებს წაუკითხავენ ექპერტები სხვადასხვა უნივესიტეტებიდან.მონაწილეები ასევე გაეცნობიან იმ გამოწვევებს, რომლებსაც ცვალებადი საერთაშორისო კონტექსტი უქმნის რეგიონს.

კუსრის ძირითადი თემები:

  • ევროკავშირი და შავი ზღვის გეოპოლიტიკა
  • შავი ზღვის რეგიონი გლობალურ კონტექსტში
  • გაყინული კონფლიქტები შავი ზღვის რეგიონში
  • საქართველოს საგარეო პოლიტიკა
  • ნატო: თანამშრომლობა საქართველოსთან

პროგრამის დასასრულს, მონაწილეებს ექნებათ საშუალება მიიღონ 4.5 ECTS კრედიტი.


ვიდეო:


მონაწილეობის მიღება შეუძლიათ სტუდენტებს, რომლებიც სწავლობენ ან დამთავრებული აქვთ პოლიტიკის მეცნიერებების, საერთაშორისო ურთიერთბებისა ან სხვა მონათესავე სფეროების საბაკალავრო ან სამაგისტრო პროგრამა.

მონაწილეობის მსურველებმა, გამოაგზავნეთ შემდეგი დოკუმენტები ინგლისურ ენაზე: (1) სამოტივაციო წერილი და (2) CV, ელექტრონული ფოსტის მისამართზე – [email protected] არაუგვიანეს 2018 წლის 15 ივნისისა.

დამატებითი ინფორმაციისთვის, დაგვიკავშირდით: მარიამ გრიგალაშვილი – [email protected] ან [email protected], 599-786-486 (სტუდენტებისთვის საქართველოდან)

პროექტის ორგანიზატორები არიან საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტი და ევროპის საერთაშორისო სასწავლო ცენტრი (Centre International de Formation Européenne)

 

, , , ,