gip.ge
განაცხადის მიღება – შავი ზღვის საზაფხულო უნივერსიტეტი 2018
შავი ზღვის რეგიონის გეოპოლიტიკა 19-25 ივლისი, თბილისი, 2018 სამუშაო ენა: ინგლისური შავი ზღვის საზაფხულო უნივერსიტეტში სწავლის მსურველთა განაცხადების მიღება დაწყებულია. შავი ზღვის საზაფხულო უნივერსიტეტი სთავაზობს მაღალი დონის სასწავლო კურსს პოლიტიკის მეცნიერებების, საერთაშორისო ურთიერთობებისა და სხვა მონათესავე სფეროების სტუდენტებს. კურსი მოიცავს ლექციებს, დისკუსიებსა და კულტურულ პროგრამას. ქართველ და საერთაშორისო სტუდენტებს შავი ზღვის რეგიონის შესახებ ლექციებს წაუკითხავენ ექპერტები სხვადასხვა უნივესიტეტებიდან.მონაწილეები ასევე გაეცნობიან იმ გამოწვევებს, რომლებსაც ცვალებადი საერთაშორისო კონტექსტი უქმნის რეგიონს. კუსრის ძირითადი თემები: ევროკავშირი და შავი ზღვის გეოპოლიტიკა შავი ზღვის რეგიონი გლობალურ კონტექსტში გაყინული კონფლიქტები შავი ზღვის რეგიონში საქართველოს საგარეო პოლიტიკა ნატო: თანამშრომლობა საქართველოსთან პროგრამის დასასრულს, მონაწილეებს ექნებათ საშუალება მიიღონ 4.5 ECTS