29/05/2021 keta

დასკვნითი კონფერენცია: ეთნიკური უმცირესობების ჩართულობა საქართველოს ევროპეიზაციის პროცესში

2021 წლის 28 მაისს, საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტმა (GIP) ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით, Erasmus + ჟან მონეს პროექტის ”წაახალისე და იმოქმედე ევროპისთვის” დასკვნით კონფერენციას უმასპინძლა. კონფერენციის მიზანი იყო პროექტის შედეგების წარდგენა დაინტერესებული მხარეებისთვის. კონფერენცია ჩატარდება ონლაინ ZOOM-ში ინგლისურ, ქართულ, სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე.

ნაწილი 1: ინფორმაციის ნაკლებობა, როგორც ძირითადი დაბრკოლება ევროკავშირის შესაძლებლობებით სარგებლობისთვის

კონფერენციის პირველი პანელის მოდერატორი იყო დოქტორი ტომ დე ვაალი საერთაშორისო გამოცემა Carnegie Europe უფროსი მკვლევარი აღმოსავლეთ ევროპასა და კავკასიის რეგიონში.

კონფერენციის პირველი მომხსენებელი იყო ლევან კახიშვილი, ბამბერგის უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა სკოლის (BAGSS) დოქტორანტი და საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის (GIP) პოლიტიკის მკვლევარი. როგორც ამ პროექტის აკადემიურმა კოორდინატორმა, ლევან კახიშვილმა, თავდაპირველად, კვლევის შესახებ გააკეთა შესავალი და შემდეგ წარადგინა თავისი პოლიტიკის დოკუმენტის მიგნებები იმის შესახებ, სარგებლობენ თუ არა საქართველოში ეთნიკური უმცირესობები ევროპეიზაციის პროცესის უპირატესობებით. ლევანმა ასევე ისაუბრა იმის შესახებ, თუ როგორ აღიქვამენ უმცირესობები ევროპეიზაციის პროცესს და რა ბარიერებს აწყდებიან ისინი ამ პროცესში.

მეორე მომხსენებელი გახლდათ დოქტ. სალომე მინესაშვილი, GIP-ის პოლიტიკის ანალიტიკოსი. თავის პრეზენტაციაში მან ხაზი გაუსვა ინფორმაციის ხელმისაწვდომობის პრობლემას და ეთნიკურ უმცირესობებში დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლის შესაძლო გზებს.

პირველი პანელის შეჯამება:

პროექტის ადგილობრივი კოორდინატორმა, ელნურ ალისოიმ მოკლედ შეაჯამა პროექტისა და კვლევის შედეგები. პრეზენტაციების დასრულების შემდეგ, დამსწრეებს საშუალება მიეცემათ მომხსენებლებისთვის დაესვათ შეკითხვები და გამოეთქვათ თავიანთი მოსაზრებები.

ნაწილი 2: ურთიერთკავშირი პოლიტიკური მონაწილეობის პრობლემასა და ევროინტეგრაციის მიმართ სკეპტიციზმს შორის

კონფერენციის მეორე პანელს წარუძღვა MAC–ის მკვლევარი ტომ ტრიერი, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია საქართველოში (EUMM). პირველი სპიკერი იყო ნინო სამხარაძე, GIP– ის უმცროსი მკვლევარი, რომელმაც ყურადღება გაამახვილა ევროპეიზაციის მიმართ სკეპტიციზმის გადაჭრის საკითხზე. ხოლო მეორე სპიკერი გახლდათ სალომე კანდელაკი, GIP– ის უმცროსი ანალიტიკოსი, რომელმაც ისაუბრა ეთნიკური უმცირესობების პოლიტიკური მონაწილეობის ბარიერებზე.

ყველა მომხსენებელმა წარმოადგინა რეკომენდაციები ქვეყანაში შესაბამისი სახელმწიფო ინსტიტუტების, ევროკავშირის დელეგაციისა და პოლიტიკური პარტიების მისამართით.

მეორე პანელის შეჯამება: სახალხო დამცველთან არსებული ეროვნულ უმცირესობათა საბჭოს კოორდინატორმა, კობა ჩოფლიანმა და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის წარმომადგენელმა ისაუბრეს როგორც კვლევის შედეგებზე, ასევე მკვლევარების მიერ შემოთავაზებულ რეკომენდაციებზე. მათ ასევე გაგვიზიარეს თავიანთ მოსაზრებები, როგორც უფლებრივ ჭრილში, ისე სახელმწიფოს პერსპექტივიდან გამომდინარე, კერძოდ, მოკლედ ისაუბრებენ ეთნიკური უმცირესობების პოლიტიკურ და სამოქალაქო ინტეგრაციასთან დაკავშირებულ გამოწვევებსა და ევროინტეგრაციის პროცესში მათ მონაწილეობაზე.

მეორე ნაწილი დასრულდა კითხვა-პასუხის სესიის რაუნდით, სადაც დამსწრეებს შესაძლებლობა ქონდათ დაესვათ შეკითხვები და გამოეთქვათ თავიანთი მოსაზრებები.

დისკუსიის ბოლოს, პროექტის ბენეფიციარებმა გააზიარეს პროექტის ფარგლებში შექმნილი ვიდეოები. დოკუმენტური ვიდეობის ავტორები გახლდათ ადგილობრივი ახალგაზრდები და ჟურნალისტები ქვემო ქართლისა და სამცხე ჯავახეთის რეგიონებიდან. ვიდეოები კარგად აღწერს ვითარებას, თუ რა სარგებლობა მოაქვს ევროპეიზაციის პროცესს ეთნიკური უმცირესობებისთვის, და რა ბარიერებს აწყდებიან ისინი ამ კუთხით.


Video 1 ევროკავშირი და ეთნიკური უმცირესობები საქართველოში: ინფორმაციული ვაკუუმი და დეზინფორმაცია >>

Video 2 ევროკავშირის საგანმანათლებლო შესაძლებლობები >>

 

, , ,