31/05/2022 keta

დემოკრატიის ახალგაზრდული ფორუმი 2022

2022 წლის  27 მაისს საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტმა (GIP) დემოკრატიის ახალგაზრდულ ფორუმს უმასპინძლა, სახელწოდებით “რატომ არ ვეკითხებით მათ: ახალგაზრდების აუთვისებელი პოტენციალი საქართველოში”.

ფორუმის ფარგლებში მოწვეულმა ახალგაზრდებმა, გადაწყვეტილების მიმღებმა პირებმა, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა, პოლიტიკოსებმა, დარგის ექსპერტებმა, აქტივისტებმა, ასევე, საჯარო და კერძო სექტორის წარმომადგენლებმა ერთობლივად იმსჯელეს სხვადასხვა მიმართულებით ახალგაზრდების წინაშე არსებულ გამოწვევებზე საქართველოში და მათი გადაჭრის გზები განიხილეს.

ფორუმის დამსწრეები გაეცნენ კვლევების მიგნებებსა და  პოლიტიკის დოკუმენტებს თემებზე:

პოლიტიკის დოკუმენტები შეიმუშავეს შესაბამისი თემატური სამუშაო ჯგუფების წევრებმა, პროექტ “ცვლილებებზე ორიენტირებული ახალგაზრდების ხელშეწყობა საქართველოში” ფარგლებში. თითოეულ თემაზე მომუშავე ჯგუფის წევრებმა სიღრმისეულად შეისწავლეს საქართველოში არსებული ვითარება, გამომწვევი მიზეზები, გავლენები და პრობლემების შესაძლო გადაჭრის გზები. პოლიტიკის დოკუმენტების პრეზენტაციის შემდეგ ღონისძიება აქტიური დისკუსიის ფორმატში გაგრძელდა.

დემოკრატიის ახალგაზრდული ფორუმი ხორციელდება საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის (GIP) მიერ, პროექტ “ცვლილებებზე ორიენტირებული ახალგაზრდების ხელშეწყობას საქართველოში” ფარგლებში, USAID საქართველოს ფინანსური მხარდაჭერით.

, , , , , , , , ,