gip.ge
ევროკავშირის საბჭოს ავსტრიის პრეზიდენტობა : გზავნილები საქართველოსთვის #EU2018at
2018 წლის ივლისში ავსტრია ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტი ქვეყანა გახდა. ავსტრიის პრეზიდენტობის მთავარი დევიზია - 'ევროპა, რომელიც იცავს', ამ მიზნის მიღწევას ავსტრია სუბდსიდიარულობის პრინციპის გამოყენების გზით შეეცდება. ევროკავშირის დონეზე აქცენტები გაკეთდება ისეთ საკითხებზე, რომლებიც წევრი ქვეყნების ერთიან ქმედებებს საჭიროებს.