12/11/2020 magda

კვლევის შედეგების პრეზენტაცია: ეთნიკური უმცირესობების გამოწვევები საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე

2020 წლის 8 და 9 ოქტომბერს, საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტმა (GIP) ჟან მონეს ერასმუს + პროგრამის მიმდინარე პროექტის “წაახალისე და იმოქმედე ევროპისთვის” ფარგლებში, გამართა კვლევის შედეგების პრეზენტაცია ქვემო ქართლსა და სამცხე-ჯავახეთში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობებისთვის.

პროექტი “წაახალისე და იმოქმედე ევროპისთვის” ფინანსურად მხარდაჭერილია ევროკავშირის მიერ.

პრეზენტაცია ქვემო ქართლში ონლაინ, – პლატფორმა ZOOM-ის საშუალებით ჩატარდა ქართულ და აზერბაიჯანულ ენებზე, ხოლო სამცხე-ჯავახეთში – რაბათის ციხის ღია სივრცეში, ქართულ და სომხურ ენებზე. თითოეულ შეხვედრას 40 ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი ესწრებოდა.

პროექტი ექვსთვიან კვლევას მოიცავდა. შედეგად, შემუშავდა 4 პუბლიკაცია, რომელიც ეყრდნობა სამაგიდე კვლევის, ეთნიკურ უმცირესობებთან ჩატარებული ფოკუს ჯფუფებისა (სამი ქვემო ქართლში, სამი – სამცხე-ჯავახეთში) და თორმეტ ექსპერტ-ინტერვიუს შედეგებს.

პრეზენტაციებზე, პოლიტიკის დოკუმენტების ავტორებმა კვლევის ძირითადი მიგნებები და რეკომენდაციები წარადგინეს:

ლევან კახიშვილმა – პოლიტიკის დოკუმენტის “სარგებლობენ თუ არა ეთნიკური უმცირესობები საქართველოს ევროპეიზაციასთან დაკავშირებული სიკეთეებით?“ პრეზენტაცია
სალომე მინესაშვილმა – პოლიტიკის ნარკვევის “ევროკავშირი და ეთნიკური უმცირესობები საქართველოში: ინფორმაციული ვაკუუმი და დეზინფორმაცია” პრეზენტაცია
ნინო სამხარაძემ – პოლიტიკის ნარკვევის “ეთნიკური უმცირესობები საქართველოს ევროინტეგრაციის კონტექტსში: არის თუ არა სივრცე სკეპტიციზმისთვის?” პრეზენტაცია და
სალომე კანდელაკმა პოლიტიკის დოკუმენტის “ეთნიკური უმცირესობების ინტეგრაცია საქართველოში: პოლიტიკური ჩართულობის ბარიერები” პრეზენტაცია.

სამიზნე რეგიონებში, პრეზენტაციები კითხვა-პასუხის სესიითა და დისკუსიით დასრულდა.

ტვ4-ის ინტერვიუ პროექტის ხელმძღვანელ სალომე კანდელაკსა და პროექტის აკადემიურ კოორდინატორ ლევან კახიშვილთან (ქვემო ქართლი)

რეგიონული მაუწყებელი TOK TV – რატომ არის ეთნიკური უმცირესობების ინტეგრაცია ასე შორს (სამცხე-ჯავახეთი)

ქვემო ქართლში გამართული შეხვედრის ვიდეოჩანაწერი ხელმისაწვდომია აქ

სამცხე-ჯავახეთში გამართული შეხვედრის ვიდეოჩანაწერი ხელმისაწვდომია აქ

Faceboook event – პრეზენტაცია ქვემო ქართლში

Faceboook event – პრეზენტაცია სამცხე-ჯავახეთში

, , , ,