ნინო ჯიბუტი

პროექტის ოფიცერი

ნინო ჯიბუტი საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტში (GIP) USAID-ის “ცვლილებებზე ორიენტირებული ახალგაზრდების ხელშეწყობა საქართველოში” პროექტის კოორდინატორია/ოფიცერია. ინიციატივის მიზანია ახალგაზრდების სოციალური პოლიტიკური ჩართულობის წახალისება და დემოკრატიზაციის ხელშეწყობა საქართველოში. 2020-2021 წლებში ნინო ორგანიზაციაში პარალელურად სხვადახვა უცხოური დონორის დაფინანსებულ პროექტს ხელმძღვანელობდა. ამჟამად, იგი არის აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების სამოქალაქო საზოგადოების მკვლევარი, რომელიც რეგიონულ განვითარებასა და ახალგაზრდების შიდა მიგრაციის გამომწვევი მიზეზების კვლევაზე მუშაობს.

ნინომ 2012-2016 წლებში მოიპოვა სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ბაკალავრის ხარისხი ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან. ბილატერალური გაცვლითი პროგრამის სტიპენდიით სწავლობდა პრაღის ჩარლზის უნივერსიტეტში სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე.

2017-2019 წლებში ნინომ მოიპოვა ევროპული მაგისტრის ხარისხი ერასმუს მუნდუსის სრული სამაგისტრო პროგრამით, სოციალური პოლიტიკის მიმართულებით. აღნიშნული პროგრამით სწავლობდა პორტუგალიაში, ნორვეგიასა და შვედეთში. გარდა ამისა, ნინოს აქვს სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციაში მუშაობის, საგრანტო პროექტების წერისა და მართვის გამოცდილება, რომელიც მიზნად ისახავდა საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ახალგაზრდებისთვის თანაბარი შესაძლებლობის მიცემას, რესურსებზე წვდომის ზრდას მათი გაძლიერების, სამოქალაქო და პოლიტიკური აქტივიზმის წახალისების მიზნით.