gip.ge
პუტინის 'მოწყალება' და საქართველო: კარნავალი თუ პოლიტიკა?
7 ივლისის საღამოს, ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის' წამყვანმა - გიორგი გაბუნიამ - პირდაპირ ეთერში რუსულად აგინა რუსეთის პრეზიდენტს - ვლადიმერ პუტინს. ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე რეიტინგული შოუს წამყვანის მიერ გაჟღერებულ მკაფიოდ არანორმატიულ ლექსიკას, დაუყონებლივ მოჰყვა საზოგადოებრივი აღშფოთება, რომელმაც ყველა იდეოლოგიისა და მისწრაფების ადამიანი გააერთიანა.