gip.ge
რას ნიშნავს რუსეთისა და ბელარუსის არშემდგარი ქორწინება საქართველოსთვის
ნინო სამხარაძე* 2019 წლის 8 დეკემბერს რუსეთსა და ბელარუსს შორის სახელმწიფო ერთობის ხელშეკრულების გაფორმების 20 წლისთავი შესრულდა. ამ დროის განმავლობაში ორ ტრადიციულად პარტნიორ ქვეყანას შორის ურთიერთობები პერიოდულად იძაბებოდა, პერიოდულად კი უმჯობესდებოდა, თუმცა საიუბილეო წელს ლუკაშენკოსა და პუტინს შორის გამართული ორრაუნდიანი მოლაპარაკების შედეგად მათ შორის გამწვავებულ ურთიერთობებზე უფრო შეგვიძლია ვისაუბროთ, ვიდრე კავშირის წარმატებულ გაღრმავებაზე. ლუკაშენკო პუტინს ადანაშაულებს იმაში, რომ ის ვერ აანალიზებს ბელარუსის მნიშვნელობას მოსკოვისთვის, პუტინი კი ნებისმიერ დათმობაზე მინსკთან საუბარს წყვეტს მანამ, სანამ 20 წლის წინ მიღწეული შეთანხმებები ინტეგრაციის შესახებ პრაქტიკაში არ განხორციელდება. როგორი სურათი იკვეთება ხელშეკრულების გაფორმებიდან ორი ათწლეულის შემდეგ ორი ქვეყნის ინტეგრაციის თვალსაზრისით, რა საბოლოო მიზნები აქვთ მათ