28/06/2021 keta

სამაგისტრო ნაშომის პრიზი „საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტისგან“

მოხარულები ვართ გაცნობოთ, რომ GIP აჯილდოებს „ევროპის კოლეჯის“ სტუდენტს, ლუსი მაკანეას აღმოსავლეთ პარტნიორობის (EaP) შესახებ საუკეთესო სამაგისტრო ნაშრომისთვის.

ლუსი მიიღებს GIP-ის პრიზს ნაშრომისთვის სათაურით: “სადაც არის ნება, არსებობს გზა? როგორია ‘ერთი ხმით საუბრის როლი, ევროკავშირის CSDP მისიების ფარგლებში საქართველოსა და სომალში.

გასულ წელს „საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტსა“ და „ევროპის კოლეჯს“ შორის გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე, ევროპის კოლეჯის სტუდენტებისათვის სპეციალური პრიზი დაწესდა, აღმოსავლეთ პარტნიორობის თემაზე საუკეთესო სამაგისტრო ნაშრომისთვის.

”მე ძალიან მადლობელი ვარ, რომ ეს პრიზი მივიღე – კვლევის მანძილზე ძალიან ბევრი გავიგე ევროკავშირი- საქართველოს ურთიერთობების შესახებ და GIP- ის მიერ ჩემი ნამუშევრის ასეთი აღიარება ძალიან სასიამოვნოა. კიდევ ერთხელ გმადლობთ! ” – ლუსი მაკანეა

სამაგისტრო ნაშრომის პრიზი მიზნად ისახავს აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამის თემებზე აკადემიური კვლევის პოპულარიზაციას, აგრეთვე ახალგაზრდა მეცნიერთა იდეების წახალისებასა და კვლევას. მაგისტრის ნაშრომის პრიზზე განაცხადის შეტანა შეუძლიათ როგორც ბრიუგეს, ისე ნატოლინის კამპუსის სტუდენტებს, რომლებიც მიიღებენ ნიშანს სტატუსით  „ძალიან კარგი“ (16/20) ან უფრო მაღალს. მათი კვლევა უნდა მოიცავდეს  აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონს – აღმოსავლეთ პარტნიორობის ორი ქვეყნის შედარებით შესწავლას ან აღმოსავლეთ პარტნიორობის ფორმატის პერსპექტივის განხილვას. წელს პრიზისათვის 17 კანდიდატი იბრძოდა.

GIP-ის პრიზის გადაცემა მოხდა ევროპის კოლეჯის Mário Soares Promotion 2020/2021 სასწავლო წლის დამთავრების ცერემონიალზე.