წიგნის პრეზენტაცია ბერლინში – „გეოპოლიტიკა და უსაფრთხოება: ახალი სტრატეგია სამხრეთ კავკასიისთვის“
საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის დირექტორმა, კორნელი კაკაჩიამ, მონაწილეობა მიიღო 17 მაისს ბერლინში გამართულ წიგნის პრეზენტაციაზე – „გეოპოლიტიკა და უსაფრთხოება: ახალი სტრატეგია სამხრეთ კავკასიისთვის“, რომელიც გერმანიის საგარეო ურთიერთობების საბჭოს (DGAP) ორგანიზებით ჩატარდა. სამხრეთ კავკასიის რეგიონი რუსეთის, ევროკავშირის, ირანისა და ჩინეთის ეკონომიკური, პოლიტიკური და ენერგო ინტერესების გასაყარზე მდებარეობს. რეგიონი ხასიათდება სუსტი სახელმწიფოებრიობით და გადაუწყვეტელი კონფლიქტებით. სამხრეთ კავკასიის რეგიონის უსაფრთხოების გამოწვევებს შორის წამყვანი ადგილი დროში გაწელილ სეპარატისტულ კონფლიქტებს უჭირავთ, რომლებშიც გარე აქტორებიც, მათ შორის რუსეთიცა და თურქეთიც, არიან ჩართულნი. ევროკავშირი ცდილობს, აღმოსავლეთ პარტნიორობის პოლიტიკის ფარგლებში, რეგიონში სტაბილურობის უზრუნველყოფას და მის გარდაქმნას. ამის მიუხედავად, მზარდი კონფლიქტები ახლო აღმოსავლეთში რუსეთსა და დასავლეთს, თურქეთს და მისი მოკავშირეებს შორის, რასაც