gip.ge
კვლევითი გრანტი ახალგაზრდა მკვლევრებისთვის საქართველოდან
საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტი და ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის თბილისის ოფისი – სამხრეთ კავკასიის რეგიონში იწყებენ ახალ პროექტს სახელწოდებით „თანამედროვე თურქეთის საგარეო პოლიტიკა სამხრეთ კავკასიის ქვეყნების მიმართ: მიდგომები და ტენდენციები“, რომლის მიზანია ქართველი, სომეხი და აზერბაიჯანელი ახალგაზრდა მკვლევრების ხელშეწყობა, რათა შეიმუშავონ პოლიტიკის დოკუმენტები სამხრეთ კავკასიის ქვეყნების მიმართ თანამედროვე თურქეთის საგარეო პოლიტიკის შესახებ. პროექტის ფარგლებში, ორგანიზატორები იწვევენ ორ ახალგაზრდა მკვლევარს საქართველოდან პოლიტიკის დოკუმენტების შესამუშავებლად. ამგვარი კვლევითი გრანტი ახალგაზრდა მკვლევრებისთვის ცხადდება სომხეთსა და აზერბაიჯანშიც. შესაბამისად, სამხრეთ კავკასიის რეგიონიდან ექვსი მკვლევარი მიიღებს პროექტში მონაწილეობას. პოლიტიკის დოკუმენტები უნდა ეხებოდეს შემდეგ საკითხებს: ეკონომიკა თურქეთი, როგორც მნიშვნელოვანი ინვესტორი თურქეთი, როგორც მნიშვნელოვანი სავაჭრო პარტნიორი ვიზა ლიბერალიზაცია ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის როლი ტურიზმი ენერგეტიკა ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი,