დაჩი შანიძე

სტაჟირების პერიოდი – ოქტომბერი-დეკემბერი, 2017

დაჩი შანიძე არის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პოლიტიკის მეცნიერებების მიმართულების სტუდენტი. ერასმუსის გაცვლითი პროგრამის ფარგლებში სწავლობდა იენისა და (გერმანია) და მასარიკის უნივერსიტეტებში (ჩეხეთის რესპუბლიკა), სადაც ესწრებოდა პარტიული პოლიტიკისა და კონფლიქტების კვლევის კურსებს.

მისი კვლევის ინტერესის სფერო მოიცავს ისეთ საკითხებს, როგორებიცაა კონფლიქტებისა და უსაფრთხოების კვლევები, შედარებითი პარტიული პოლიტიკა და პარტიული სისტემები. იგი აქტიურადაა ჩართული სხვადასხვა საგანმანათლებლო და აკადემიურ აქტივობებში, როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ.