16/11/2022 GIP

ტრენინგი არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებისთვის “NGO Leaders: Lead with Impact”

2022 წლის 11-13 ნოემბერს ამერიკული საბჭოებისა და საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის საერთო ინიციატივით ჩატარდა ტრენინგი არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებისთვის „NGO Leaders: Lead with Impact”.
ტრენინგში მონაწილეობა მიიღეს პროფესიული პრაქტიკის პროგრამის (PFP), ღია სამყაროსა და პროექტის “ცვლილებებზე ორიენტირებული ახალგაზრდების ხელშეწყობა საქართველოში” მომავალ ლიდერთა სკოლის კურსდამთავრებულებმა.
ტრენინგის საშუალებით არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს მიეცათ შანსი გაეგოთ ორგანიზაციის სწორი სტრატეგიის ფორმულირების, ინოვაციის დანერგვისა და ფონდების მოძიების გზებზე. მონაწილეებს პრაქტიკული სავარჯიშოების დახმრებით საშუალება ჰქონდათ მეტი გაეგოთ როგორ უნდა იყვნენ უკეთესი ლიდერები/მენტორები და რა ხერხებით იმუშაონ სხვადახვა სექტორებს შორის თანამშრომლობის დამყარებაზე.
აღნიშნული ტრენინგი დაფინანსებულია ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მხრიდან, რომელსაც ადმინისტრირებას უწევს საერთაშორისო განათლების ამერიკული საბჭოები საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის USAID/საქართველოს “ცვლილებებზე ორიენტირებული ახალაგზრდების ხელშეწყობა საქართველოში“ აქტივობის ფარგლებში.
, , , , , , , , , , , , , , , , , , ,