მომავალ ლიდერთა სკოლა

Მომავალ ლიდერთა სკოლა (ELS) წარმოადგენს ინიციატივის, “ცვლილებებზე ორიენტირებული ახალგაზრდების ხელშეწყობა საქართველოში”, პირველ კომპონენტს და მიზნად ისახავს ახალგაზრდების მონაწილეობის გაძლიერებას საქართველოს სოციალურ და პოლიტიკურ ცხოვრებაში. Სკოლა თავს უყრის განსხვავებული გამოცდილებების მქონე აქტიურ ახალგაზრდებს საქართველოს მასშტაბით და მათ სთავაზობს ტრენინგების სერიას ისეთ საკითხებზე, როგორიცაა პოლიტიკის მეცნიერება, საერთაშორისო ურთიერთობები, მედია და კომუნიკაცია, ეკონომიკა და ა.შ. Ამასთანავე, ELS ხელს უწყობს მონაწილეების ისეთი პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარებას, როგორიცაა პროექტის მართვა, ლობირება და ადვოკატირება, დებატებში მონაწილეობა და საჯარო გამოსვლა. 

Საერთო ჯამში, ELS-ის კურსდამთავრებულია 250 ახალგაზრდა საქართველოს ექვსი რეგიონიდან – ქვემო ქართლი, სამეგრელო-ზემო სვანეთი, აჭარა, გურია, შიდა ქართლი, იმერეთი და თბილისი. Სულ დაიფარა 24 განსხვავებული მოდული და ტრენინგები მიმდინარეობდა ჰიბრიდულ რეჟიმში.