ერეკლე გოზალიშვილი არის საერთაშორისო ურთიერთობების ბაკალავრის დამამთავრებელი კურსის სტუდენტი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. ის ორი სემესტრის განმავლობაში Erasmus+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში სწავლობდა ოსტფოლდის საუნივერსიტეტო კოლეჯში, ნორვეგიაში და ვიტაუტას მაგნუს უნივერსიტეტში, ლიეტუვაში. ერეკლეს კვლევითი ინტერესები ძირითადად დაკავშირებულია საქართველოს საგარეო პოლიტიკასთან, ევროპის კვლევებთან და დიპლომატიასთან. ის ასევე არის გრძელვადიანი დამკვირვებელი სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებაში (ISFED) და პარალელურად აქტიურადაა ჩართული სხვადასხვა აკადემიურ პროექტებსა და აქტივობებში.