
ასოცირების ხელშეკრულების მონიტორინგის ჯგუფი: მოლდოვა, უკრაინა, საქართველო – ერთობლივი სამუშაო შეხვედრა
ფონდ „ღია საზოგადოება-საქართველოსთან“ თანამშრომლობით საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტმა ერთობლივი სამუშაო შეხვედრა გამართა, სამოქალაქო საზოგადოების იმ წარმომადგენლებთან (მოლდოვადან, უკრაინიდან და საქართველოდან), რომლებიც ასოცირების ხელშეკრულებით აღებული ვალდებულებების განხორციელების პროცესის მონიტორინგში არიან ჩართულნი. ღონისძიება ოდესაში, 27-28 ნოემბერს, 2017 წელს ფონდ „ღია საზოგადოება – საქართველოს“ (OSGF), „სოროსის ფონდი მოლდოვასა“ (SF-M) და “საერთაშორისო რენესანსის ფონდის“ (IRF) პარტნიორობითა და „ფონდ ღია საზოგადიების ევრაზიის პროგრამისა” (EP) და „ღია საზოგადოების ევროპული პოლიტიკის ინსტიტუტის“ (OSEPI) მხარდაჭერით გაიმართა.
შეხვედრის მიზანი, გამოცდილების გაზიარება, გამოწვევებზე მსჯელობა და 2017-2018 წლებისთვის მონიტორინგის ეფექტური აქტივობების დაგეგმვა იყო. ღონისძიება რამდენიმე ნაწილისგან შედგებოდა: 1. სამუშაო შეხვედრები ექსპერტებთან, საქართველოდან, მოლდოვადან და უკრაინიდან; 2. მრგვალი მაგიდის ფორმატის დისკუსია; 3. ტრენინგი ეფექტურ წერასა და ადვოკატირებაში.
სამოქალაქო საზოგადოების ექსპერტებმა ერთმანეთს გაუზიარეს გამოცდილებები და ხედვები სამ ქვეყანაში მიმდინარე რეფორმებზე : როგორ ხდება ამ რეფორმების იმპლემენტაცია, რა არის მთავარი გამოწვევები და რა როლი უკავია სამოქალაქო საზოგადოებას თითოეულ ქვეყანაში. დისკუსიაში ასევე მონაწილეობა მიიღეს ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადო%
ფოტოები:
