Home Events დემოკრატიის კონფერენცია #GEODEM 2022

დემოკრატიის კონფერენცია #GEODEM 2022

📣 დასასწრებად საჭიროა გაიაროთ რეგისტრაცია ბმულზე 🔗

📣 საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტი მოხარულია მოგიწვიოთ დემოკრატიის ყოველწლიურ კონფერენცია #GEODEM2022-ზე

ღონისძიება გაიმართება ორშაბათს, 30 მაისს, 10:00-დან 16:00 საათამდე, სასტუმრო ჰილტონ გარდენ ინნ თბილისი ჭავჭავაძეში (ჭავჭავაძის ქუჩა 64ა).

კონფერენცია მოიცავს სამ პანელურ სესიას:

პანელი 1 – არიან თუ არა ქართული პოლიტიკური პარტიები მზად კოალიციისთვის?

მოდერატორი: პროფ. დავით აფრასიძე – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, კონრად ადენაუერის ფონდი, პროექტის მენეჯერი

2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ საქართველო ღრმა და გახანგრძლივებულ კრიზისშია. კონსტიტუციურ ცვლილებებს და ევროკავშირის შუამავლობით მიღწეული შეთანხმებით შეთავაზებულ რეფორმებს ხელი უნდა შეეწყო კოალიციური მმართველობისთვის საქართველოში. თუმცა, პოლიტიკურ პარტიებს შორის არსებული ურთიერთობები ყველაფერია თანამშრომლობის გარდა. საქართველოში პოლიტიკა აღიქმება, როგორც ნულოვანი ჯამური თამაში, სადაც გამარჯვებული იღებს ყველაფერს და დამარცხებული პოლიტიკური დევნის მუდმივი საფრთხის წინაშე დგას. ზრდადი პოლარიზების პირობებში პოლიტიკასა და მედიაში, წარმოდგენილი პანელი აყენებს საკითხს, არის თუ არა საქართველო მზად კოალიციური მმართველობისთვის, და ორიენტირდება შემდეგ კითხვებზე:

• რატომ არის პარტიებისთვის მნიშვნელოვანი კოალიციური მმართველობის მნიშვნელობის გააზრება ქართული პოლიტიკური კულტურისთვის? შეაქვს თუ არა წვლილი ამ პროცესში პარტიების სტრატეგიებს?
• რა შიდა და პარტიათაშორისი ცვლილებებია საჭირო რეალური ცვლილებებისთვის?
• რამდენად შეძლებენ პარტიები შეასრულონ კოალიციური მმართველობის შესახებ საზოგადოების მოთხოვნა?
• როგორ შეიძლება, საერთაშორისო გამოცდილება და საერთაშორისო აქტორები დაეხმარონ პარტიებს კოალიციური პოლიტიკური კულტურის გაძლიერებაში საქართველოში?

მომხსენებლები:
ფერნანდო კასალ ბერტოა – ნოტინგემის უნივერსიტეტი
TBC  – ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო
სალომე სამადაშვილი – ლელო საქართველოსთვის
გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებელი
ნათია მეზვრიშვილი – გახარია საქართველოსთვის

პანელი 2 – შიდაპარტიული დემოკრატია. რატომ არ გვყავს ახალი ლიდერები?

მოდერატორი:  ნინო გელაშვილი – რადიო თავისუფლება

ბოლო არჩევნების შედეგად, გამოიკვეთა, რომ საქართველოში გადაუწყვეტელი ამომრჩევლის დიდი რაოდენობა არსებობს. ეს ტენდენცია შეიძლება გამოწვეული იყოს საზოგადოების დაბალი ნდობით პოლიტიკური პარტიების მიმართ. პოლიტიკური პარტიები საქართველოში განიცდიან კონკრეტული იდეოლოგიის და შიდადემოკრატიის ნაკლებობას. მიიჩნევა, რომ პოლიტიკური პარტიები ორიენტირებული არიან ლიდერებზე და პარტიების ლიდერები არ იყენებენ გამჭვირვალე და დემოკრატიულ პროცესებს გადაწყვეტილების მიღებისას. საზოგადოებრივი გამოკითხვები აჩვენებს, რომ ამომრჩევლები ელიან სრულად ახალ პოლიტიკურ პარტიას, ე.წ. მესამე ძალას. თუმცა, ახალდაარსებულ პოლიტიკურ პარტიებშიც კი ამომრჩეველი ხედავს ძველ პოლიტიკოსებს ახალ კონფიგურაციაში. ფაქტობრივად, ახალი პოლიტიკური პარტიების უმეტესობა გაერთიანების ან გაყოფის შედეგია. მიუხედავად იმისა, რომ, ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში, იზრდება დასავლეთში განათლებამიღებული ახალგაზრდების რიცხვი, ძალიან ცოტას სურს, შეუერთდეს პოლიტიკურ პარტიებს ან დააფუძნოს ახალი.

• რატომ არ სურთ ახალგაზრდა/ახალ ლიდერებს მონაწილეობა მიიღონ ქართულ პოლიტიკაში?
• რა შესაძლებლობები აქვთ ახალ ლიდერებს პოლიტიკურ პარტიებში აქტივობისთვის?
• რა სტრატეგიები აქვს პოლიტიკურ პარტიებს ახალი ლიდერების მოსაზიდად?
• რა შეიძლება იყოს საერთაშორისო საზოგადოების როლი ახალგაზრდობის ჩასართავად ქართულ პოლიტიკაში?
• რა შეიძლება ვისწავლოთ საერთაშორისო პრაქტიკითა და ნორმებით?

მომხსენებლები:
თეონა ზურაბაშვილი – საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტი
დავით შერვაშიძე – საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი
ზაზა ბიბილაშვილი – ჭავჭავაძის ცენტრი
დავით ბერძენიშვილი – რესპუბლიკური პარტია

პანელი 3: საზოგადოებრივი მონაწილეობის განვითარება და მისი წახალისების გზები

მოდერატორი: ფელიქს ჰეტი, ფრიდრიხ ებერტის ფონდი სამხრეთ კავკასიის ოფისი

წლიდან წლამდე საქართველოში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვები აჩვენებს, რომ რესპონდენტების უმეტესობა არცერთ პოლიტიკურ პარტიას არ უჭერს მხარს. კავშირი პოლიტიკურ პარტიებსა და ამომრჩეველს შორის გამქრალია. გარდა ამისა, მიუხედავად რამდენიმე ახალი და ახალგაზრდა სახის პოლიტიკურ სცენაზე არსებობისა, ბოლო ორ ათწლეულზე მეტის განმავლობაში, ქართულ პოლიტიკაში დომინირებენ ერთი და იგივე პოლიტიკოსები. კომუნიკაციის ნაკლებობა ამომრჩეველსა და პარტიებს შორის არჩვენებიდან არჩევნებამდე, და თაობების ცვლის ნელი ტემპი პარტიების შიგნით, უარყოფით გავლენას ახდენს საზოგადოების მონაწილეობაზე ყოველდღიურ პოლიტიკაში. საზოგადოებრივი ჩართულობა პარტიებთან ერთად მნიშვნელოვანია, რადგან ის პოლიტიკოსების კონტროლს უზრუნველყოფს. პანელზე წარმოდგენილი იქნება ერთობლივი მანიფესტი, რომელიც შემუშავებულია ახალგაზრდა პოლიტიკოსების მიერ სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობით. პანელი ორიენტირდება შემდეგ კითხვებზე:

• რას ელიან მოქალაქეები პოლიტიკური პარტიებისგან? რა ნაბიჯები შეიძლება გადადგან პოლიტიკურმა პარტიებმა საზოგადოებრივი ჩართულობის მეტად წასახალისებლად?
• რა საკითხებში შეუძლიათ პარტიებს თანამშრომლობა თავისი იდეოლოგიური და პოლიტიკური განსხვავებულობების მიუხედავად?
• რა არის სამოქალაქო საზოგადოების როლი საზოგადოების ყოველდღიურ პოლიტიკაში ჩასართავად?

შესავალი: შოთა კაკაბაძე, ნინო სამხარაძე – საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტი

მომხსენებლები:
გოგა ჭკადუა – გირჩი-მეტი თავისუფლება
ელისო ბრეგვაძე – სტრატეგია აღმაშენებელი
მიხეილ წვერავა – გახარია საქართველოსთვის
თამუნა მანველიშვილი – შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი

კომენტარი: პარტიების წარმომადგენლები

დღის წესრიგი
მომხსენებლების შესახებ

სამუშაო ენა: ქართული (სინქრონული თარგმანი ინგლისურ ენაზე)

ყოველწლიური დემოკრატიის კონფერენცია ორგანიზაბულია საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის მიერ შვეიცარიის კონფედერაციის საელჩოს საქართველოში და ფრიდრიხ ებერტის ფონდის სამხრეთ კავკასიის ოფისის მხარდაჭერით.

 

თარიღი

მაი 30 2022
დასრულებული

დრო

10:00 am - 4:00 pm

Location

Hotel
კატეგორია

Organizer

Georgian Institute of Politics

Other Organizers

დღის წესრიგი
QR Code