
აღმოსავლეთ პარტნიორობის მომავალი – ხედვა საქართველოდან
2019 წლის ზაფხულში ევროკავშირმა აღმოსავლეთ პარტნიორობის მომავალთან დაკავშირებით საქართველოს საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან კონსულტაციები დაიწყო. ამ პროცესის საპასუხოდ ღია საზოგადოების ფონდის ინიციატივით საგარეო პოლიტიკაზე მომუშავე ხუთმა ანალიტიკურმა ორგანიზაციამ ერთობლივი დოკუმენტი მოამზადა, რომელიც აღწერს, თუ როგორ უნდა შეიცვალოს აღმოსავლეთის პარტნიორობა ისე, რომ მან მონაწილე ქვეყნების მოლოდინი გაამართლოს.
დოკუმენტი, განსაკუთრებული აქცენტებით საქართველოზე, პასუხობს საზოგადოებისთვის საინტერესო შეკითხვებს: როგორ უნდა შეუწყოს ხელი ევროკავშირმა საქართველოს და აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამაში მონაწილე ქვეყნების ეკონომიკურ განვითარებას, ლეგალურად დასაქმებას ევროპაში, განათლების რეფორმას, კანონის უზენაესობას, ქვეყნის უსაფრთხოებას და მოსახლეობის ინფორმირებას პარტნიორ და ევროპის წევრ ქვეყნებში.
დოკუმენტი საზოგადოებას 16 დეკემბერს წარედგინა. შეხვედრაში მონაწილეობდნენ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვახტანგ მახარობლიშვილი, საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე დავით სონღულაშვილი, ევროკავშირის ელჩი საქართველოში კარლ ჰარცელი და გერმანიის ელჩი საქართველოში ჰუბერტ ქნირში.
საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტთა ერთად, დოკუმენტზე მუშაოდნენ შემდეგი ანალიტიკური ორგანიზაციები- რონდელის ფონდი, ლევან მიქელაძის ფონდი, საქართველოს სტრატეგიისა და განვითარების ცენტრი და საქართველოს რეფორმების ასოციაცია.
დოკუმენტის სანაახავად ეწვიეთ ამ ბმულს.
ფოტოები ღონისძიებიდან
Media about the event
