Home Events #GEOEUvalues panel discussion and policy paper presentation in Paris

#GEOEUvalues panel discussion and policy paper presentation in Paris

On 22 ოქტომბერს საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტმაPolis180-სა და Argo-სთან პარტნიორობით, პროექტის – “ევროპული ღირებულებებისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის ქართული, გერმანული და ფრანგული პერსპექტივები” #GEOEUvalues – ფარგლებშიპარიზში საჯარო დისკუსია და პოლიტიკის დოკუმენტის პრეზენტაცია გამართა.

რას ვგულისხმობთ, როცა ევროპულ ღირებულებებზე ვსაუბრობთ? რა ძირითადი გამოწვევების წინაშე დგანან ევროპული ღირებულებები საქართველოსა და ევროკავშირში? როგორ შევუწყოთ ხელი ევროპული ღირებულებების უკეთ დანერგვას ევროკავშირში და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში? სწორედ ამ საკითხებზე მსჯელობს #GEOEUvalues –  ქართულ-გერმანულ-ფრანგული პროექტი.

ვორქშოფისა და კონფერენციის შემდეგ, რომელიც თბილისში სექტემბერში გაიმართა, პარიზში ევროპულ ღირებულებებზე დისკუსია შემდეგი მომხსენებლების ჩართულობით წარიმართა:

  • კრისტიან ვაგნერი – პოლიტიკური დეპარტამნეტის პირველი მდივანი, გერმანიის ფედერალური რესუბლიკის საელჩო
  • თეონა გიუაშვილი – საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი, საქართველოს საელჩო საფრანგეთში
  • რენატა სკარჯუტე-კერესელიძე – დირექტორის მოადგილე, საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტი.
  • სონია შიფერსი – თანა-ხელმძღვანელი, Polis180

დისკუსიის შემდეგ, #GEOEUvalues-ის ფარგლებში დაწერილი პოლიტიკის დოკუმენტის პრეზენტაცია შედგა, რომელიც საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის, Polis180-სა და Argo-ს თანამშრომლობით მომზადდა.

#GEOEUvalues დაფინანსებულია გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ პროგრამის – “სამოქალაქო საზოგადოებასთან თანამშრომლობის გაფართოება აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებსა და რუსეთში ” –  ფარგლებში.

 

თარიღი

ოქტ 22 2018
დასრულებული

დრო

სრული დღე
კატეგორია
QR Code