
საქართველო ევროპულ დისკურსში: ავსტრიული ხედვა
11 აპრილს საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტმა მრგვალი მაგიდის ფორმატის დისკუსია – “საქართველო ევროპულ დისკურსში: ავსტრიული ხედვა” – გამართა. ღონისძიება მოეწყო საქართველოში ავსტრიის რესპუბლიკის საელჩოსა და ფონდ „ღია საზოგადოება – საქართველოს” მხარდაჭერით.
მომხსენებლებმა ისაუბრეს ავსტრიის საგარეო პოლიტიკის დისკურსებსა და პრიორიტეტებზე და ასევე იმაზე, თუ როგორ უკავშირდება ეს ყოველივე საქართველოსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის მონაწილე სხვა ქვეყნებს. მომხსენებლებელთა შორის იყვნენ:
- იოჰან ვოლფშვენგერ – Gem-Stones-ის დოქტორანტი საერთაშორისო ურთიერთობებსა და ევროკავშირის კვლევებში.
- არად ბენკო – საქართველოში ავსტრიის ელჩი.
- პაატა გაფრინდაშვილი – საქართველოს ელჩი ავსტრიის რესპუბლიკაში 2009-2013 წლებში, საქართველოს რეფორმების ასოციაციის (GRASS) დირექტორი
- დოქტ. კორნელი კაკაჩია – საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის დირექტორი
ღონისძიება ჩატარდა საჯარო დისკუსიათა ციკლის – “საქართველო ევროპის პოლიტიკაში” – ფარგლებში, რომლის მიზანი, საქართველოსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის მონაწილე სხვა ქვეყნების მიმართ ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო პოლიტაში უკეთ გარკვევაა. საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტმა უკვე უმასპინძლა საჯარო დისკუსიებს ამ ციკლიდან, როგორებიც იყო: ფრანგული ხედვა და იტალიური ხედვა.
ფოტოები ღონისძიებიდან:
