
“საქართველო-გერმანიის ურთიერთობები: პარტნიორობის მიმოხილვა” – პუბლიკაციის პრეზენტაცია და დისკუსია
18 ივლისს საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტმა პოლიტიკის დოკუმენტის პრეზენტაცია და დისკუსია – “საქართველო-გერმანიის ურთიერთობები: პარტნიორობის მიმოხილვა” – გამართა, რომელსაც ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა უმასპინძლა. ღონისძიების მიზანი იყო, გერმანიის როლის გამოკვეთა საქართველოს ევროპულ მისწრაფებებში და მხარეებს შორის არსებული პოლიტიკური განსხვავებების დაახლოების პროცესის ხელშეწყობა.

ახალი პუბლიკაცია – “ქართულ-გერმანული ურთიერთობები ევროატლანტიკური ინტეგრაციის კონტექსტში – როგორ შევაჯეროთ მოლოდინები?” – რომელიც საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტისა (GIP, საქართველო) და ევროპის პოლიტიკის ინსტიტუტის (IEP, გერმანია) თანამშრომლობის ფარგლებში მომზადდა, კორნელი კაკაჩიამ (დირექტორი, GIP) და ვიქტორია პალმმა (ასოცირებული მკვლევარი, IEP) წარადგინეს.
პოლიტიკის დოკუმენტის პრეზენტაციის შემდეგ გაიმართება დისკუსია, გერმანია-საქართველოს ორმხრივი ურთიერთობების და ამ ურთიერთობების გაღრმავების ირგვლივ. სესიაზე, რომელსაც შტეფან მაისტერი (დირექტორი, სამხრეთ კავკასიის ოფისი, ბიოლის ფონდი) ხელმძღვანელობდა, სიტყვით გამოვიდნენ – ჰუბერტ ქნირში (გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში), სოფიო ქაცარავა (თავჯდომარე, საქართველოს პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტი), დოქტ. საშა ტერნესი (სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, გერმანიის ბიზნეს ასოციაცია) და დავით უსუფაშვილი (თავმჯდომარე, შენების მოძრაობა).

ფოტოები:
