Home Events GIP-ის ორგანიზებით ტომას ბუსბაუმი კვლევითი და არასამთავრობო ორგანიზაციებისა და აკადემიური სფეროს წარმომადგენლებს შეხვდა

GIP-ის ორგანიზებით ტომას ბუსბაუმი კვლევითი და არასამთავრობო ორგანიზაციებისა და აკადემიური სფეროს წარმომადგენლებს შეხვდა

11 დეკემბერს, საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის (GIP) ორგანიზებითა და საქართველოში ავსტრიის საელჩოს ინიციატივით, გაიმართა დახურული შეხვედრა  ავსტრიის სპეციალურ წარმომადგენელთან აღმოსავლეთ პარტნიორობის საკითხებში, ტომას ბუსბაუმთან.

შეხვედრაზე, რომელშიც მონაწილეობდნენ კვლევითი და არასამთავრობო ორგანიზაციებისა და აკადემიური სფეროს წარმომადგენლები, სადისკუსიო ფორმატში განხილულ იქნა ისეთი საკითხები, რომლებიც დაკავშირებულია საქართველოში მიმდინარე დემოკრატიზაციისა და ევროპეიზაციის პროცესებსა  და ამ სფეროში არსებულ გამოწვევებთან.

 

შეხვედრას მასპინძლობდა საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ“. 

თარიღი

ივლ 05 2022

დრო

სრული დღე
კატეგორია
QR Code