Home Events GIP-იმ მონაწილეობა მიიღო საჯარო დისკუსიაში – “საქართველო და ევროკავშირი – აღმოსავლეთის პარტნიორობის საერთო ხედვის ძიებაში“

GIP-იმ მონაწილეობა მიიღო საჯარო დისკუსიაში – “საქართველო და ევროკავშირი – აღმოსავლეთის პარტნიორობის საერთო ხედვის ძიებაში“

10 ოქტომბერს საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის დირექტორმა კორნელი კაკაჩიამ მონაწილეობა მიიღო ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის თბილისის ოფისის მიერ ორგანიზებულ საჯარო დისკუსიაში – საქართველო და ევროკავშირი – აღმოსავლეთის პარტნიორობის საერთო ხედვის ძიებაში”, რომელიც ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრში გაიმართა.

დისკუსიაში, რომელსაც უძღვებოდა ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის დირექტორი, შტეფან მაისტერი, ასევე მონაწილეობდნენ გერმანიის პარლამენტის წევრი, ალიანსი 90/მწვანეთა პარტია, – მანუელ სარაცინი და საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე – სოფიო ქაცარავა. გამომსვლელებმა მიმოიხილეს, აღმოსავლეთ პარტნიორობის განვლილი 10 წელი და ისაუბრეს, სამომავლო კონცეფციებსა და იდეებზე.

კორნელი კაკაჩიამ აღნიშნა, რომ საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვების მიხედვით, მოსახლეობა მხარს უჭერს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას. თუმცა, მიუხედავად ამისა, ქვეყანაში არსებობს ერთგვარი “დემოკრატიით გადაღლა”. ამავდროულად, კაკაჩიამ ხაზი გაუსვა რეფორმების მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ საქართველოს სჭირდება პერსპექტივა იმისთვის, რომ საზოგადოებაში არ გაძლიერდეს ზემოთხსენებული „დემოკრატიით გადაღლა“.

აღნიშნული საჯარო დისკუსია ჩატარდა ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის ფორმატის „საუბრები ბიოლის ფონდში“ ფარგლებში, რომელიც მიზნად ისახავს, საჯარო დისკუსიების გამართვას საქართველოსთვის მნიშვნელოვან სხვადასხვა საკითხებზე სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან, ექსპერტებთან და გადაწყვეტილების მიმღებ პირებთან.

 


თარიღი

ოქტ 04 2023

დრო

სრული დღე
კატეგორია
QR Code