
GIP-იმ მონაწილეობა მიიღო ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის კვლევითი ინსტიტუტების ფორუმზე ბრატისლავაში
6-7 ივნისს საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის დირექტორი, კორნელი კაკაჩიამ მონაწილეობდა ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის კვლევითი ორგანიზაციების ფორუმში, რომელსაც სლოვაკეთის დედაქალაქმა, ბრატისლავამ უმასპინძლა. ღონისძიებაზე შეიკრიბნენ აღნიშნული რეგიონის კვლევითი ორგანიზაციების წარმომადგენლები, რათა ემსჯელათ საერთო – პოლიტიკურ, ტექნოლოგიურ, ეკონომიკურ თუ ორგანიზაციულ – გამოწვევებზე.

პირველი სესიას, რომელზეც კორნელი კაკაჩია სიტყვით გამოვიდა, ხელმძღვანელობდა დოქტ. კინგა ბრუძინსკა (უფროსი მკვლევარი, პროგრამა „ევროპის მომავალი“, GLOBSEC). სესიაში ასევე მონაწილეობდნენ – ვლადიმირ ბარტოვიჩი (დირექტორი, EUROPEUM ევროპული პოლიტიკის ინსტიტუტი, ჩეხეთი), მილენა ლაზარევიჩი (პროგრამის ხელმძღვანელი, ევროპული პოლიტიკის ცენტრი, სერბეთი), იური იაკიმენკო (დირექტორის მოადგილე, რაზუმკოვის ცენტრი, უკრაინა). გამომსვლელებმა ისაუბრეს ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის როლზე და იმსჯელეს შემდეგ საკითხებზე:
-როგორია ამ რეგიონის როლი და პოზიცია მუდმივადცვალებადი გლობალური წესრიგის პირობებში? რა ტიპის ურთიერთობა აქვს, უნდა რომ ჰქონდეს ან შეუძლია ჩამოაყალიბოს დასავლეთ ევროპასთან, ევროკავშირის ინსტიტუტებთან, ამერიკის შეერთებულ შტატებთან და მეზობელ ქვეყნებთან?
-რა გავლენა შეიძლება იქონიოს ამ რეგიონმა ევროკავშირის მომავალზე და მის საგარეო ურთიერთობებზე? რა გავლენა შეიძლება იქონიოს აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის არსებულმა გამყოფმა ხაზებმა რეგიონის მომავალზე?
-რა როლი აკისრიათ კვლევით ინსიტუტებს რეგიონის მომავლის განსაზღვრაში? როგორ უნდა მოახერხონ რეგიონის კვლევითმა ინსტიტუტებმა ერთმანეთთან ურთიერთობების გაღრმავების პარალელურად დასავლეთის ინსტიტუტებთან კოოპერცია?
ამ მნიშვნელოვანი თემების განხილვის პარალელურად, სამიტზე მონაწილეებს საშუალება ჰქოდათ გაეცვალათ ინფორმაცია ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა – ფონდების მოძიება, პერსონალის შერჩევა, ახალი და ინოვაციური ტექნოლოგიების მოზიდვა და სხვ.
ღონისძიებას მასპინძლობდა GLOBSEC-ი, პენსილვანიის უნივერსიტეტის ლაუდერის ინსტიტუტის „კლვევითი ინსტიტუტებისა და სამოქალაქო საზოგადოების“ პროგრამასთან თანამშრომლობით.

