
GIP-იმ მონაწილეობა მიიღო ბალტიისპირეთის ასამბლეის აღმოსავლეთ პარტნიორობის კონფერენციაში
30-31 მაისს საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის დირექტორის მოადგილემ, რენატა სკარჯუტე-კერესელიძემ მონაწილეობდა მიიღო ბალტიისპირეთის ასამბლეის აღმოსავლეთ პარტნიორობის კონფერენციაში, რომელსაც ლიეტუვას დედაქალაქმა, ვილნიუსმა უმასპინძლა. ღონისძიებაზე მიწვეულები იყვნენ პარლამენტის წევრები ბალტიისპირეთის, სუამ-ის (+სომხეთი) და ბენილუქსის ქვეყნებიდან, ასევე ექსპერტები საქართველოდან, მოლოდვადან და უკრაინიდან.
რენატა სკარჯუტე-კერესელიძე სიტყვით გამოვიდა სესიაზე სახელწოდებით „სიტყვების საქმედ ქცევა: საერთაშორისო მხარდაჭერის მობილიზება მომდევნო ათწლეულის მანძილზე“.

ბალტიისპირეთის ასამბლეა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს თვლის ევროპული ოჯახის განუყოფელ ნაწილად, რომელთაც აერთიანებთ ისტორია, საერთო ღირებულებები, ინტერესები და მომავალი. 2007 წელს, აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამის დაწყებამდე, ბალტიისპირეთის ასამბლეამ წამოიწყო თანამშრომლობა რეგიონულ საპარლამენტო ორგანიზაციასთან – სუამის საპარლამენტო ასამბლეასთან. ბალტიისპირეთის ასამბლეისა და სუამის საპარლამენტო ასამბლეის თანამშრომლობის მთავარ პრიორიტეტებს მიეკუთვნება: ბალტიისპირეთის ქვეყნების გამოცდილების გაზიარება ევროინტეგრაციის კუთხით, რეგიონში დემოკრატიული ღირებულბების ხელშეწყობა და აღმოსავლეთ პარტნიორობის პრიორიტეტების განხორციელება. სუამის საპარლამენტო ასამბლეის წევრებს (საქართველო, უკრაინა აზერბაიჯანი და მოლდოვა) და მათ ინიციატივებს თანამშრომლობასთან დაკავშირებით, ასევე შეუერთდნენ პარლამენტის წევრები ჩრდილოეთის საბჭოდან და ბენილუქსისა და ვიშეგრადის ქვეყნებიდან. ბალტიისპირეთის ასამბლეის სასიცოცხლო ინტერესებშია ევროკავშირსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის მჭიდრო პარტნიორობის ჩამოყალიბება.
უკანასკნელი ოთხი წლის მანძილზე, ყოველ ორ წელიწადში ერთხელ, ბალტიისპირეთის ასამბლეა ორგანიზებას უწევს კონფერენციებს, რათა შეფასდეს საპარლამენტო საქმიანობა, რომელიც აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში ხორციელდება. ასამბლეას არაერთხელ გამოუხატავს მტკიცე მხარდაჭერა აღმოსავლეთ პარტნიორობის მიმართ, როგორც ევროპის სამეზობლო პოლიტიკის სტრატეგიული განზომილება და აღმოსავლეთ სამეზობლოში სტაბილურობისა და ეკონომიკური განვითარების საკვანძო ელემენტი.
ეს კონფერენცია წარმოადგენდა შესაძლებლობას იმ ადამიანებისთვის, რომლებიც პოლიტიკის შემუშავებაში იღებენ მონაწილეობას და ასევე ანალიტიკურ ორგანიზაციების წარმომადგენლებისთვის, რათა გაეზიარებინათ შეხედულებები აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების სამომავლო ევროპული პერსპექტივებზე.
