
საერთაშორისო კონფერენცია “საქართველო დემოკრატიზაციისა და ევროპეიზაციის პირისპირ: პერსპექტივები და გამოწვევები” #GeoDem2017
Georgia has made impressive democratic progress over the past two decades. However, issues related to democratization and Europeanization—as well as the links between them—remain pressing. უკანასკნელი ორი ათწლეულის მანძილზე, დემოკრატიული განვითარების თვალსაზირისით, საქართველომ შთამბეჭდავ პროგრესს მიაღწია. თუმცა, დემოკრატიზაციასა და ევროპეიზაციასთან დაკავშირებული საკითხები კვლავ აქტუალურია. ევროკავშირთან და ნატოსთან ინტეგრაციის გაღრმავების პარალელურად საქართველო უფრო მეტად კონსოლიდირებული დემოკრატიული სისტემისაკენ მიისწრაფის. 2017 წლის 16 მაისს, საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტმა „ნაციონალური ფონდი დემოკრატიისთვის“ მხარდაჭერით უმასპინძლა საერთაშორისო კონფერენციას “საქართველო დემოკრატიზაციისა და ევროპეიზაციის პირისპირ: პერსპექტივები და გამოწვევები”, რომელიც სწორედ აღნიშნულ საკითხებს დაეთმო. კონფერენცია სამი პანელისგან შედგებოდა: პარტიული პოლიტიკა და დემოკრატიზაცია; პარლამენტარიზმი; და ევროპეიზაცია და დემოკრატიზაცია.
ვიდეოჩანაწერი:
- პირველი პანელის მომხსენებლები იყვნენ: დავით უსუფაშვილი (საქართველო პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე), დავით ბაქრაძე (საქართველოს პარლამენტის წევრი), მაქს ბადერი (ლეიდენის უნივერსიტეტი), ლევან ცუცქირიძე (ნიდერლანდების მრავალპარტიული ინსტიტუტი დემოკრატიისთვის) და ლევან კახიშვილი (საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტი), რომლებმაც საქართველოს პოლიტიკური პარტიების სისტემის გაძლიერებაზე საკუთარი ხედვები და მოსაზრებები გაუზიარეს დამსწრე საზოგადოებას. დავით უსუფაშვილმა საქართველოს პოლიტიკაზე საუბრისას აღნიშნა, რომ ქვეყანაში არსებობს ე.წ. “მანკიერი წრე — მრავალპარტიული შეჯიბრი ერთპარტიულობისთვის.” დავით ბაქრაძემ საქართველოს ოპოზიციური პარტიების სისუსტეებზე ისაუბრა და უფრო მეტად პლურალისტული, რამდენიმე ფუქციური ოპოზიციური პარტიით დაკომპლექტებული პარლამენტის არსებობის სურვილიგამოთქვა.
მაქს ბადერმა ყურადღება გაამახვილა ქვეყანაში მიმდინარე საკონსტიტუციო რეფორმებსა და საქართველოს პოლიტიკური პარტიების სტაბილურობაზე მათ სავარაუდო გავლენაზე, ხოლო ლევან ცუცქირიძემ ძირითადად ისაუბრა უფრო მეტად დემოკრატიული და კონსენსუსზეორიენტირებულები პარტიების არსებობის საჭიროებაზე, იმისათვის, რომ გავლენიანი პიროვნებების მხრიდან მათი ინსტრუმენტად გამოყენება თავიდან იქნას აცილებული. ლევან კახიშვილმა საკუთარი კვლევის შედეგები წარადგინა, რომელიც ქართველი ახალგაზრდების პოლიტიკურ მონაწილეობას ეხებოდა. კვლევამ დაასკვნა, რომ ახალგაზრდები იმაზე მეტად არიან ღირებულებებით და იდეოლოგიით მოტივირებულნი ვიდრე ეს ზოგადად მიიჩნევა.
მეორე პანელის მომხსენებლები იყვნენ: გიორგი კახიანი
(საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე), ლიკა საჯაია (საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო), ლორა თორნტონი (ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტი), და თორნიკე ზურაბაშვილი (Civil Georgia). მომხსენებლებმა ისაუბრეს როგორც საქართველოში მიმდინარე საკონსტიტუციო რეფორმებზე ასევე, პარლამენტის, როგორც აღმასრულებელი ხელისუფლების ზედამხედველის როლზე. ლიკა საჯაიამ და ლორა თორნტონმა ყურადღება გაამახვილეს პოლიტიკურ პროცესებში პარლამენტის აქტიური როლისთვის უფრო ძლიერი ნორმების ჩამოყალიბების საჭიროებაზე. კახიანმა და ზურაბაშვილმა კი, ძირითადად, საკონსტიტუტციო რეფორმების პროცესებზე ისაუბრეს.
მესამე პანელის მომსენებლები იყვნენ: თამარ ხულორდავა (საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე), თორნიკე გორდაძე (საფრანგეთის ეროვნული თავდაცვის კვლევების ინსტიტუტი), დირკ შუბელი (ევროპის საგარეო საქმეთა სერვისი), და კახა
გოგოლაშვილი (საქართველოს სტრატეგიული და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი). დირკ შუბელმა ევროკავშირის პერსპექტივა წარმოადგინა და ამ კუთხით საქართველოსთან ურთიერთობები განიხილა. თამარ ხულორდავამ და კახა გოგოლაშვილმა საქართველოს მთავრობის პოლიტიკასა და პრიორიტეტებზე გაამახვილეს ყურადღება. ხოლო თორნიკე გორდაძემ განიხილა ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციასთან დაკავშირებული საკითხები, როგორც საქართველოს ასევე ევროკავშირის პერსპექტივიდან. კერძოდ, მან ხაზი გაუსვა იმას, რომ გაფართოების საკითხის წამოწევამდე ევროკავშირს ჯერ საკუთარი საშინაო პრობლემების გადაჭრა ესაჭიროება.
პრესა კონფერენციის შესახებ:
- საზოგადოებრივი მაუწყებელი (პირდაპირი ეთერი)
- საზოგადოებრივი მაუწყებელი
- ტელეკომპანია იმედი
- ამერიკის ხმა
- რადიო მაესტრო FM 94.7
- ინტერპრესნიუსი
- ინტერპრესნიუსი
ფოტოები კონფერენციიდან:
