
საჯარო დისკუსია: “საქართველო ევროპულ დისკურსში: ლიეტუვური პერსპექტივა”
15 ნოემბერს საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტმა მრგვალი მაგიდის ფორმატის დისკუსია – “საქართველო ევროპულ დისკურსში: ლიეტვური პერსპექტივა” – გამართა. ღონისძიება მოეწყო საქართველოში ლიეტუვის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერითა და ფონდ ღია საზოგადოება – საქართველოსთან პარტნიორობით.
მომხსენებლებმა – გიედრიუს პუოჯუნასიმ (ლიეტუვის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში), ვიტის იურკონისიმ ( ლიეტუვის საგარეო პოლიტიკის ექსპერტი) სერგი კაპანაძემ (პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე) და კორნელი კაკაჩიამ (საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის
დირექტორი) – ისაუბრეს ლიეტუვის საგარეო პოლიტიკის დისკურსებსა და პრიორიტეტებზე და ასევე იმაზე, თუ როგორ უკავშირდება ეს ყოველივე საქართველოსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის სხვა ქვეყნებს. სტუმრებმა ასევე განიხილეს ისეთი საკითხები, როგორებიცაა: საქართველოს ევროპეიზაციის პროცესი, ლიეტუვასა და საქართველოს შორის არსებული განსაკუთრებული ურთიერთობები, რეფორმების აუცილებლობა და პოლარიზაციის პრობლემა. შეხვედრას მოდერაციას უწევდა რენატა სკარჯუტე-კერესელიძე, საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე.
ღონისძიება ჩატარდა საჯარო დისკუსიათა ციკლის – “საქართველო ევროპის პოლიტიკაში” – ფარგლებში, რომლის მიზანი, საქართველოსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის მონაწილე სხვა ქვეყნების მიმართ ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო პოლიტიკაში უკეთ გარკვევაა. საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტმა უკვე უმასპინძლა საჯარო დისკუსიებს ამ ციკლიდან, როგორებიც იყო: შვედური ხედვა, ავსტრიული ხედვა, ფრანგული ხედვა და იტალიური ხედვა.
