
საჯარო ლექცია – საკონსტიტუციო რეფორმების გავლენა დემოკრატიზაციის პროცესზე საქართველოში
საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის ორგანიზებით ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა საჯარო ლექცია თემაზე – “საკონსტიტუციო რეფორმების გავლენა დემოკრატიზაციის პროცესზე საქართველოში: მიღწევები და მიმდინარე გამოწვევები”, რომელსაც კითხულობდნენ საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის მკვლევარი – ალექსანდრე სკრივენერი და მაიკლ ჩეჩირე – შავი ზღვისა და ევრაზიის რეგიონის ანალიტიკოსი, საგარეო პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტი (ფილადელფია).
ლექციაზე საუბარი იყო თუ რა ზომების მიღებაა საჭირო, რათა გაუმჯობესდეს პარლამენტის ეფექტურობა და მისი ცენტრალური როლი ქართულ პოლიტიკურ სისტემაში.
მოდერატორი:
▹ლევან კახიშვილი – საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის მკვლევარი
