Home Events მრგვალი მაგიდის ფორმატის დისკუსია დუბლინში – “საქართველოს ევროპეიზაცია: პერსპექტივები და გამოწვევები”.

მრგვალი მაგიდის ფორმატის დისკუსია დუბლინში – “საქართველოს ევროპეიზაცია: პერსპექტივები და გამოწვევები”.

24 აპრილს საქართველოს პოლიტიკის ინსიტიტუტის დირექტორმა კორნელი კაკაჩიამ მონაწილეობა მიიღო დუბლინში გამართულ მრგვალი მაგიდის ფორმატის დისკუსიაში – “საქართველოს ევროპეიზაცია: პერსპექტივები და გამოწვევები”. ღონისძიება ორგანიზებული იყო საერთაშორისო და ევროპულ საქმეთა ინსტიტუტის მიერ, რომელიც წარმოდგენს ევროპულ და საერთაშორისო პოლიტიკაზე მომუშავე ირლანდიის მოწინავე კვლევითი ორგანიზაციას.

 

დისკუსიას უძღვებოდა პროფესორი ბენ ტონრა დუბლინის საუნივერსიტეტო კოლეჯის პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების სკოლიდან. პირველი გამომსვლელი იყო ირლანდიაში საქართველოს საქმეთა დროებითი რწმუნებული, გიორგი ზურაბიშვილი, რომელმაც თავის გამოსვლაში ხაზი გაუსვა ევროკავშირ-საქართველოს ურთიერთობების მიმდინარე მოვლენებს, დამსწრეებს მიაწოდა რელევანტური ინფორმაცია  და კონტექსტი საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტების შესახებ. პროფესორმა კორნელი კაკაჩიამ იმსჯელა იმ გამოწვევებზე, რომლებიც დღეს გვხვდება ევროკავშირსა და საქართველოს შორის და ასევე ისაუბრა ორმხრივი ურთიერთობის სამომავლო პერსპექტივებზე.

მრგვალი მაგიდა ასევე მიმოიხილავდა საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებს, მომავალი დემოკრატიისა და კანონიის უზენაესობის ჭრილში, ეკონომიკური ინტეგრაციის და უსაფრთხოების ჭრილში ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების, აღმოსავლეთ პარტნიორობის სამუშაო ჩარჩოს ფარგლებში. დამსწრეებმა ისაუბრეს ევროპეიზაციის იმ გამოწვევებზე, რომელსაც საქართველო აწყდება გაფართოების კონტექსტში, თუ როგორ უნდა იქნეს პროცესი შენარჩუნებული. მრგვალ მაგიდაში მონაწილეობა მიიღეს ექსპერტებმა საერთაშორისო და ევროპულ საქმეთა ინსტიტუტიდან, დიპლომატებმა, პოლიტიკის შემმუშავებლებმა და სხვა საკითხით დაინტერესებულმა პირებმა. შეხვედრა დახურულ რეჟიმში მიმდინარეობდა, რათა ხელი შეწყობოდა პირდაპირ კომუნიკაციას მონაწილლებსა და დამსწრე საზოგადოებას შორის.

თარიღი

აპრ 24 2019
დასრულებული

დრო

სრული დღე
კატეგორია
QR Code