Home Events რუსული საინფორმაციო ომის მეთოდები და მათი დაძლევის გზები

რუსული საინფორმაციო ომის მეთოდები და მათი დაძლევის გზები

“რუსული საინფორმაციო ომის მეთოდები და მათი დაძლევის გზები” – თემაზე სასაუბროდ და საკუთარი გამოცდილების გაზიარების მიზნით ცნობილი ლიტველი ჟურნალისტი – რიმვიდას ვალატკა ქართველ კოლეგებსა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა. შეხვედრები 11 ნოემბერს ევროპის სახლსა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა. ღონისძიებას უმასპინძლა საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტმა (GIP) აღმოსავლეთ ევროპის კვლევების ცენტრთან (EESC) თანამშრომლობითა და ლიტვის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელშეწყობით.

„ჩვენ ახლა გლობალურ ინფორმაციულ ერაში ვცხოვრობთ. სასწრაფო, სენსაციური ახალი ამბები განუწყვეტლივ მოგვეწოდება სხვადასხვა მედია საშუალებებით. ამიტომ მკითხველისთვის, მაყურებლისთვის თუ მსმენელისთვის, რომელსაც სურს თვალი ადევნოს მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებს, მნიშვნელოვანია თავი აარიდოს პროპაგანდას, რომელიც შესაძლოა ინფორმაციის სახით მიეწოდება მას.“ – ამ სიტყვებით გახსნა რიმვიდას ვალატკამ შეხვედრა ქართველ კოლეგებთან.

ლიტველმა ჟურნალისტმა სემინარზე პროპაგანდის სახეებსა და კონტრპროპაგანდის მეთოდებზე ისაუბრა. მისი თქმით, რუსული მხარის მიერ წარმოებული დეზინფორმაციული და პროპაგანდული საინფორმაციო კამპანიის, რომელიც განსაკუთრებით გააქტიურდა მაიდნის რევოლუციის პერიოდში და მის შემდგომ, გააზრება და მისი დაძლევა დღეს საკმაოდ მნიშვნელოვანია. ამის მისაღწევად კი აუცილებელია პროპაგანდისა და კონტრპროპაგანდის შესახებ თეორიული და პრაქტიკული ცოდნის გაღრმავება ქართველ ჟურნალისტებში.

„ტყუილის წინააღმდეგ ბრძოლა მხოლოდ სიმართლითაა შესაძლებელი“ აღნიშნა ვალატკამ. მან ქართველ ჟურნალისტებს პროპაგანდის 7 ხერხი გააცნო, რომელიც ამერიკელი სოციოლოგების ალფრედ მაკკლანგ ლისა და ელისაბეტ ბრაანტ ლის მიერაა შემუშავებული. 1939 წელს გამოცემული მათი წიგნი „პროპაგანდის ხელოვნება“ გვთავაზობს პროპაგანდის მეთოდებს, რომლებიც ადამიანთა გულისა და გონების მანიპულაციისთვის გამოიყენება.

რიმვიდას ვალატკას თქმით, პროპაგანდის მეთოდები, როგორებიცაა, მაგალითად იარლიყების მიკერება (გულისხმობს ისეთი იარლიყების მიკერებას ადამიანებზე, ჯგუფებზე და ა.შ., რომ ჩვენ ფაქტების გადამოწმების გარეშე უარყოფითად განვეწყოთ მათდამი), მასის ეფექტი (გულისხმობს ადამიანები დაარწმუნოს, რომ ყველა „ჩვენიანი“ ასე იქცევა, ამ იდეიას ემხრობა, შესაბამისად უნდა ავყვეთ მათ, რათა თავი ამ ჯგუფის წევრებად ვიგრძნოთ) და სხვ. აქტიურად გამოიყენება რუსული მედიის მიერ, იქნება ეს პოლიტიკური ოპონენტების ადოლფ ჰიტლერთან შედარება თუ იმის გაშუქება როგორ ხვდებიან სამოქალაქო ტანსაცმელში გამოწყობილი პუტინი და მისი მეუღლე საზოგადოებას.

ლიტველი ჟურნალისტი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსაც ეწვია, სადაც იგი ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის სტუდენტებს შეხვდა. რიმვიდას ვალატკა სტუდენტებს ჟურნალისტის პროფესიაზე ესაუბრა, გაუზიარა რა ამ სფეროში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება და პროფესიული რჩევები. სტუდენტებს საშუალება მიეცათ უფროსი კოლეგისთვის შეკითხვები დაესვათ. მათ განსაკუთრებულ ინტერეს პროპაგანდა, მისი ამოცნობის გზები და მასთან ბროძლის ხერხები წარმოადგენდა. საჯარო ლექციის დასასრულს ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტებმა ვალატკსაგან ინტერვიუც აიღეს.



[/vc_column_text][/vc_column][/vc_row]

თარიღი

აგვ 08 2020
დასრულებული

დრო

სრული დღე
კატეგორია
QR Code