მრგვალი მაგიდის ფორმატის ონლაინ დისკუსია – როგორ განვსაზღვროთ საქართველოს ეროვნული ინტერესები უკრაინის კრიზისის ფონზე?
საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტი (GIP) მოხარულია მოგიწვიოთ მრგვალი მაგიდის ფორმატის ონლაინ დისკუსიაზე სახელწოდებით – როგორ განვსაზღვროთ საქართველოს ეროვნული ინტერესები უკრაინის კრიზისის ფონზე?
ღონისძიება გაიმართება სამშაბათს, 8 თებერვალს, 18:00 – 19:15 (UTC +4), Zoom პლატფორმის გამოყენებით.
დისკუსიის დროს ყურადღება გამახვილდება შემდეგ საკითხებზე:
რა გამოწვევების წინაშე აყენებს საქართველოს უკრაინის კრიზისი?
როგორ შეიძლება აიხსნას, რეგიონში მზარდი დაძაბულობის ფონზე, ოფიციალური თბილისის შედარებით დაბალი საგარეო პოლიტიკური აქტივობა?
როგორ აღიქვამენ ქვეყნის ძირითადი პოლიტიკური აქტორები საქართველოს ეროვნულ ინტერესებს?
სამუშაო ენა: ქართული (სინქრონული თარგმანი ინგლისურ ენაზე)
შეგიძლიათ იხილოთ ღონისძიება ჩვენს Facebook გვერდზე.
მისალმება:
პროფ. კორნელი კაკაჩია, საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტი
მომხსენებლები:
მოდერატორი: ლევან ცუცქირიძე, აღმოსავლეთ ევროპის ცენტრი მრავალპარტიული დემოკრატიისთვის (EECMD)
ნონა მამულაშვილი, პარლამენტის წევრი, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”
ელენე ხოშტარია, პოლიტიკური მოძრაობა “დროა”
თეონა აქუბარდია, პარლამენტის წევრი, “გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებელი”
პროფ. სტივენ ჯონსი, რუსული და ევრაზიული კვლევების დევისის ცენტრი, ჰარვარდის უნივერსიტეტი
ვიმედოვნებთ, რომ შემოუერთდებით აღნიშნულ მრგვალი მაგიდის დისკუსიას!
