Home Events დემოკრატიის ახალგაზრდული ფორუმი – რატომ არ ვეკითხებით მათ: ახალგაზრდებისაუთვისებელი პოტენციალი საქართველოში

დემოკრატიის ახალგაზრდული ფორუმი – რატომ არ ვეკითხებით მათ: ახალგაზრდებისაუთვისებელი პოტენციალი საქართველოში

📣 ფორუმზე დასასწრებად საჭიროა გაიაროთ რეგისტრაცია 🔗

საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტი (GIP) მოხარულია მოგიწვიოთ დემოკრატიის ახალგაზრდულ ფორუმზე სახელწოდებით “რატომ არ ვეკითხებით მათ: ახალგაზრდების აუთვისებელი პოტენციალი”. 

ღონისძიება ჩატარდება პარასკევს, 27 მაისს, 10:00-დან 14:45 საათამდე, სასტუმრო ქორთიარდ მარიოტში.

ფორუმი მიზნად ისახავს თავი მოუყაროს ახალგაზრდებს, გადაწყვეტილების მიმღებ პირებს, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს, პოლიტიკოსებს, აქტივისტებს, საჯარო და კერძო სექტორის წარმომადგენლებს, იმისთვის რომ ერთობლივად იმსჯელონ ახალგაზრდების წინაშე არსებულ გამოწვევებზე და გაეცნონ თემატური სამუშაო ჯგუფების მიერ განხორციელებული კვლევების მიგნებებსა და პოლიტიკის დოკუმენტებს.

სამუშაო თემატური ჯგუფების თემატიკა:

ახალგაზრდების როლი საგარეო პოლიტიკაში
ახალგაზრდების ჩართულობა ადგილობრივ თვითმმართველობაში
ქალთა პოლიტიკური ჩართულობა
ახალგაზრდების დასაქმება

სამუშო ენა:  ქართული

ფორუმზე დასასწრებად საჭიროა გაიაროთ რეგისტრაცია 🔗 და შემდეგ დაელოდოთ დადასტურებას.

დემოკრატიის ახალგაზრდული ფორუმი ხორციელდება საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის (GIP) მიერ, პროექტ “ცვლილებებზე ორიენტირებული ახალგაზრდების ხელშეწყობას საქართველოში” ფარგლებში, USAID საქართველოს ფინანსური მხარდაჭერით.

თარიღი

მაი 27 2022
დასრულებული

დრო

10:00 am - 3:00 pm

Location

Courtyard Marriott
კატეგორია

Organizer

Georgian Institute of Politics

Other Organizers

დღის წესრიგი
QR Code