gip.ge
GIP-ის დემოკრატიის ყოველწლიური კონფერენციის #GEODEM2020 მე-2 პანელი
2020 წლის 1 ივლისს, საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტმა (GIP) უმასპინძლა დემოკრატიის ყოველწლიური კონფერენციის #GEODEM რიგით მე-5 გამოშვების მეორე პანელს თემაზე საერთაშორისო აქტორები და არჩევნები. GIP-ის ყოველწლიური კონფერენციის 2020 წლის გამოშვების მთავარი თემაა არჩევნები COVID-19-ის პირობებში: ახალი გამოწვევა საქართველოს მყიფე დემოკრატიისთვის? Კონფერენცია, რომელიც წელს ონლაინ პლატფორმა ZOOM-ის საშუალებით იმართება, ტრადიციულად, დემოკრატიის მხარდაჭერის ეროვნული ფონდის (NED) ფინანსური დახმარებით ტარდება. პანელი ძირითადად შეეხებოდა საქართველოს დემოკრატიზაციის პროცესის საერთაშორისო განზომილებას, განსაკუთრებით კი, დასავლეთის როლს მომავალ საპარლამენტო არჩევნებში. დისკუსია შემდეგი შეკითხვების ირგვლივ წარიმართა: რა არის საერთაშორისო საზოგადოების როლი საქართველოს დემოკრატიზაციის პროცესში? რამდენად და როგორ მოახდენს გავლენას ევროკავშირის საგარეო და სამეზობლო პოლიტიკაში ბოლოდროინდელი პრაგმატული ცვლილებები ევროკავშირის მიდგომაზე საქართველოს მიმართ? რამდენად და რა გზებით შეუძლიათ ევროკავშირს, ამერიკის შეერთებულ შტატებსა