26/09/2022 GIP

სამუშაო თემატური ჯგუფის (WG) 2022 გახსნა

25 სექტემბერს საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის ორგანიზებით გაიმართა  ახალი თემატური სამუშაო ჯგუფის პირველი სამუშაო შეხვედრა, რომლის წევრებიც “მომავალ ლიდერთა სკოლის” (ELS) 2022-ის კურსდამთავრებულები არიან.

ერთი წლის განმავლობაში 11 აქიური  ELS-ელისგან დაკომპლექტებული ჯგუფი იმუშავებს თემაზე – ახალგაზრდები და ქვეყნის ევროინტეგრაცია. Სამუშაო ჯგუფი შეისწავლის ახალგაზრდების განწყობებსა და მათ როლს საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესში; თემატური სამუშაო ჯგუფი გამოიკვლევს, ასევე, თუ რამდენად გამოიყენებს სახელმწიფო ახალგაზრდების პოტენციალს ევროკავშირის საგანმანათლებლო და ეკონომიკური შესაძლებლობების ათვისებაში.

სამუშაო ჯგუფი გეგმავს შეხვედრებს პასუხისმგებელ სახელმწიფო ინსტიტუციებთან და რეგიონულ ფოკუს ჯგუფებთან. კვლევის დასრულებისას, სამუშაო ჯგუფი დაიწყებს ადვოკატირების კამპანიას კვლევის მიგნებებსა და რეკომენდაციებზე დაყრდნობით.

სამუშაო თემატური ჯგუფების შეხვედრები ხორციელდება პროექტის “ცვლილებებზე ორიენტირებული ახალგაზრდების ხელშეწყობა საქართველოში” ფარგლებში.  პროექტი არის “მომავალ ლიდერთა სკოლის” (ELS) ინიციატივის მეორე კომპონენტი და მასში ჩართულები არიან ELS-ის კურსდამთავრებულები.

სამუშაო ჯგუფებში მონაწილეობა მიზნად ისახავს, აქტიურ ახალგაზრდებს მისცეს შესაძლებლობა, გაიღრმავონ ცოდნა მათთვის საინტერესო პოლიტიკის შესახებ, ჩამოაყალიბონ აზრი და მხარი დაუჭირონ ცვლილებებს. პროგრამა უზრუნველყოფს, რომ სამუშაო ჯგუფის წევრები უფრო მეტად ჩართულები იყვნენ მათთვის საინტერესო პოლიტიკის სფეროებში, გაეცნონ მთავარ აქტორებს და მათ პოზიციებს, ასევე, შეძლონ გააღრმავონ პირადი და პროფესიული კავშირები დამოუკიდებლად.

სამუშაო თემატური ჯგუფების ინიციატივა ხორციელდება საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის (GIP) მიერ, პროექტ “ცვლილებებზე ორიენტირებული ახალგაზრდების ხელშეწყობას საქართველოში” ფარგლებში, USAID/Georgia-ს ფინანსური მხარდაჭერით.

, , , , , , , , ,