გვანცა იჩქითი

პროექტის ოფიცერი

გვანცა იჩქითი საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის (GIP) პროექტის კოორდინატორია. ის ფლობს შპაიერის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტისა (Speyer) და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (TSU) საჯარო ადმინისტრირების საერთო პროგრამის მაგისტრის ხარისხს. გვანცას ასევე დამთავრებული აქვს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პოლიტიკის მეცნიერების ბაკალავრი, რომელზე სწავლის დროსაც აკადემიური სემესტრი გაატარა პრაღის ჩარლზის უნივერსიტეტში (ჩეხეთის რესპუბლიკა). მას უმუშავია სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციაში როგორც საქართველოში, ასევე საზღვარგარეთ. გვანცას უახლესი სამუშაო გამოცდილება გახლავთ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტში. მისი ინტერესის სფეროს წარმოადგენს გენდერული თანასწორობის პოლიტიკა, ადგილობრივი თვითმმართველობის პრინციპები, ახალგაზრდების გაძლიერება, გარემოს დაცვა და მდგრადი განვითარება.