17/10/2021 keta

სამუშაო თემატური ჯგუფის (WG) 2021-2022 გახსნა

საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის ორგანიზებით, 9 ოქტომბერს გაიმართა პირველ თემატურ სამუშაო ჯგუფთან შეხვედრა თემაზე – ახალგაზრდების მონაწილეობა ადგილობრივ თვითმმართველობაში.

“მომავალ ლიდერთა სკოლის” (ELS) აქტიური კურსდამთავრებულებსაგან შემდგარი ჯგუფი შეისწავლის  შესაძლებლობებს ახალგაზრდებისათვის, რათა ისინი გახდნენ უფრო მეტად ჩართულები და ჰქონდეთ მეტი გავლენა ადგილობრივ დონეზე. ჯგუფს მენტორობას უწევს ნინო ლოლაძე, ექსპერტი ადგილობრივი თვითმმართველობების საკითხებში.

სამუშაო თემატური ჯგუფების შეხვედრები ხორციელდება პროექტის “ცვლილებებზე ორიენტირებული ახალგაზრდების ხელშეწყობა საქართველოში” ფარგლებში.  პროექტი არის “მომავალ ლიდერთა სკოლის” (ELS) ინიციატივის მეორე კომპონენტი და მასში ჩართულები არიან ELS-ის კურსდამთავრებულები თბილისიდან, შიდა ქართლიდან, იმერეთიდან, რაჭა-ლეჩხუმიდან, ქვემო სვანეთიდან და სამეგრელო-ზემო სვანეთიდან.

2021 წელს საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტმა განახორციელა პროექტი “მომავალ ლიდერთა სკოლა” (ELS)  და მოამზადა 120 ახალგაზრდა აქტივისტი, პოლიტიკოსები, ჟურნალისტები, სამოქალაქო საზოგადოების ლიდერები. ELS-ის ტრენინგების შემდეგ შეიქმნა ოთხი სამუშაო თემატური ჯგუფი, რომელიც ყურადღებას გაამახვილებს ახალგაზრდებისთვის მნიშვნელოვან პოლიტიკის სფეროებზე, როგორებიცაა ახალგაზრდების მონაწილეობა ადგილობრივ ხელისუფლებაში, ახალგაზრდების დასაქმება, ქალთა პოლიტიკური ჩართულობა და საგარეო პოლიტიკა.

სამუშაო ჯგუფებში მონაწილეობა მიზნად ისახავს, აქტიურ ახალგაზრდებს მისცეს შესაძლებლობა, მიიღონ ღრმა ცოდნა მათთვის რელევანტირი პოლიტიკის შესახებ, ჩამოაყალიბონ აზრი და მხარი დაუჭირონ ცვლილებებს. პროგრამა უზრუნველყოფს, სამუშაო ჯგუფის წევრები უფრო მეტად ჩართულები იყვნენ არჩეულ პოლიტიკის სფეროებში, ისინი გაეცნონ მთავარ აქტორებს და მათ პოზიციებს, და შეძლონ გააღრმავონ პირადი და პროფესიული კავშირები დამოუკიდებლად.

საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტი პროექტს “ცვლილებებზე ორიენტირებული ახალგაზრდების ხელშეწყობა საქართველოში” ახორციელებს USAID Georgia-ს ფინანსური მხარდაჭერით.

, , ,