ლისინია სიმაო

ლისინია სიმაო არის კოიმბრას უნივერსიტეტის ეკონომიკის სკოლის საერთაშორის ურთიერთობების მიმართულების ასისტენტ-პროფესორი და სოციალური კვლევების ცენტრის უფროსი მკვლევარი. მას მიღებული აქვს საერთაშორისო ურთიერთობების დოქტორის ხარისხი (ევროპის კვლევების სპეციალობით) კოიმბრას უნივერსიტეტში, მისი სადისერტაციო თემა იყო – “ევროპის სამეზობლო პოლიტიკა სამხრეთ კავკასიასთან მიმართებაში”.

ლისინია სიმაოს კვლევითი ინტერესები მოიცავს – საგარეო პოლიტიკის ანალიზს, მშვიდობის, უსაფრთხოებისა და კონფლიქტების კვლევებს, სახელმწიფო მშენებლობის პოლიტიკას, ასევე, ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასა და პოსტ-საბჭოთა სივრცეს. ლისინიას უახლესი პუბლიკაცია გამოქვეყნდა 2018 წელს სათაურით – “ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკა სამხრეთ კავკასიასთან მიმართებაში: ევროპის უსაფრთხოების თანამეგობრობის გაფართოება.” (პალგრეივ მაკმილანი, 2018)