ლორენ ვანი

სტაჟირების პერიოდი – იანვარი-აპრილი, 2018

ლორენი დიპლომატიური აკადემიის მაგისტრანტია საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით, ის ასევე ფლობს ბაკალავრის ხარისხს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ევროპულ სკოლაში, ევროპის კვლევების მიმართულებით. ერასმუსის გაცვლითი პროგრამის ფარგლებში ლორენი ერთი სემესტრის მანძილზე სწავლობდა ტარტუს უნივერსიტეტში, ესტონეთში, რის შემდეგაც ის განსაკუთრებით დაინტერესდა აღმოსავლეთ ევროპისა და დემოკრატიზაციის, საერთაშორისო უსაფრთხოების, იდენტობის, კონფლიქტებისა და პოლიტიკის საკითხებით.

ლორენის თავდაპირველი სამუშაო გამოცდილება დიპლომატიურ სფეროში იყო, კერძოდ, ტაილანდში ევროკავშირის დელეგაციის პოლიტიკურ და ადამიანის უფლებების განყოფილებაში, რის შემდეგაც იგი მუშაობდა ეუთოში ესტონეთის მუდმივ მისიაში ევროკავშირში ესტონეთის პრეზიდენტობის პერიოდში. ამ პერიოდში ლორენი მუშაობდა უსაფრთოების საკითხებზე, კერძოდ, უკრაინის კრიზისთან დაკავშირებით მიმდინარე პროცესებზე.

პარალელურად ის მუშაობს ჟურნალ ქროსვორლდსის რეპორტიორად, აშუქებს რა კულტურულ და საზოგადოებრივ საკითხებს. მანამდე ლორენი იყო დიპლომატიის აკადემიის ჟურნალ “პოლემიკსის” საერთაშორისო ურთიერთობების სექციის რედაქტორი. ბოლო პერიოდში ის დაინტერესებულია კულტურის ცვლილებებით პოსტ-საბჭოთა სივრცეში და მასმედიის ნორმატიული როლით.