მიხეილ სარჯველაძე

მიხეილ სარჯველაძე არის საერთაშორისო და უსაფრთხოების პოლიტიკის გერმანული ინსტიტუტის (SWP) მიწვეული მკვლევარი, სადაც ის სამხრეთ კავკასიის ქვეყნების საგარეო პოლიტიკას იკვლევს პოსტსაბჭოთა სივრცის დეზინტეგრაციის კონტექსტში. მიხეილ სარჯველაძეს მიღებული აქვს დოქტორის ხარისხი პოლიტიკის მეცნიერებაში კიოლნის უნივერსიტეტში   და მასტერის ხარისხი მეოცე საუკუნის პოლიტიკაში და ისტორიაში იენის უნივერსიტეტში. სხვადასხვა დროს მიხეილ სარჯველაძე  სწავლობდა გერმანულ ენას და სოციალურ მეცნიერებებს თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და გისენის უნივერსიტეტში. მან სამუშაო გამოცდილება მიიღო იენის და კიოლნის უნივერსიტეტებში, გერმანიის ბუნდესტაგში, კონრად ადენაუერის ფონდის სამხრეთ კავკასიის ბიუროში და გერმანიაში საქართველოს საელჩოში.