16/07/2020 magda

აღმოსავლეთ პარტნიორობა კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებით: ევროკავშირი-საქართველოს თანამშრომლობის გამოცდილება

2020 წლის 13 ივლისს, საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტმა (GIP) ევროპული პოლიტიკის კვლევის ცენტრთან (CEPS) პარტნიორობით უმასპინძლა ონლაინ დისკუსიას თემაზე: “აღმოსავლეთ პარტნიორობა კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებით: ევროკავშირი-საქართველოს თანამშრომლობის გამოცდილება.“

ღონისძიება გაიმართა GIP-ისა და CEPS-ის ერთობლივი დისკუსიების სერიის „აღმოსავლეთ პარტნიორობა 2020 წლის შემდეგ“ ფარგლებში, რომელიც განიხილავს აღმოსავლეთ პარტნიორობის პოლიტიკის პერსპექტივებს კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებით.  დისკუსიაში მონაწილეობა 40-ზე მეტმა მონაწილემ მიიღო, მათ შორის სამოქალაქო საზოგადოების, აკადემიური სფეროს, ექსპერტთა ჯგუფებისა და საჯარო სექტორის წარმომადგენლებმა. ონლაინ დისკუსიას მოდერირებას ევროპული პოლიტიკის კვლევის ცენტრის  (CEPS) მკვლევარი დოქტ. ირინა კუსტოვა უწევდა.

ღონისძიება გახსნეს საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის (GIP) დირექტორმა, კორნელი კაკაჩიამ, და ევროპული პოლიტიკის კვლევის ცენტრის  (CEPS) უფროსმა ასოცირებულმა მკვლევარმა/3DCFTAs პროექტის ლიდერმა, მაიკლ ემერსონმა.

დისკუსიის ფარგლებში, ბრამ დე ბოტსელიერმა, ევროპის კოლეჯის აკადემიურმა ასისტენტმა, წარადგინა თავისი კვლევის მთავარი შედეგები, რომელიც სულ მალე გამოიცემა პოლიტიკის დოკუმენტის სახით სათაურით „აღმოსავლეთ პარტნიორობა კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული გლობალური ამბიციური მიზნის მისაღწევად: ევროკავშირი-საქართველოს თანამშრომლობის გამოცდილება“.

შემდეგმა მომხსენებელმა, შარუნია კუბილიუტემ, საქართველოში ლიეტუვის რესპუბლიკის ელჩის მოადგილემ, განიხილა ევროკავშირსა და საქართველოს შორის თანამშრომლობა კლიმატის ცვლილების საკითხებზე,  ხოლო მაია ცხვარაძემ, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს კლიმატის ცვლილების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ყურადღება გაამახვილა საქართველოს მიერ აღებულ ვალდებულებებსა და ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების შეთანხმების ფარგლებში მიმდინარე ჰარმონიზაციის პროცესზე.

მომხსენებლების პრეზენტაციების შემდეგ, დრო კითხვა-პასუხის სესიასა და დისკუსიას დაეთმო.

 

 

ონლაინ შეხვედრის ვიდეო ჩანაწერი ინგლისურ ენაზე შეგიძლიათ იხილოთ აქ  >>

, , ,