gip.ge
ელექტორატის პოლარიზაცია და რადიკალიზაცია: GIP-იმ GEODEM2020 დასკვნითი პანელი გამართა
2020 წლის 14 ივლისს, საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტმა დემოკრატიის მე-5 ყოველწლიური კონფერენციის დასკვნით, მესამე პანელს უმასპინძლა თემაზე: ელექტორატის პოლარიზაცია და რადიკალიზაცია. წლევანდელი კონფერენციის #GEODEM2020 მთავარი თემა იყო არჩევნები COVID-19-ის პირობებში: ახალი გამოწვევა საქართველოს მყიფე დემოკრატიისთვის? პირველი პანელი, რომელიც 17 ივნისს გაიმართა შეეხებოდა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებს COVID-19-ის პირობებში. ხოლო, მეორე პანელზე, რომელიც 1 ივლისს გაიმართა, განხილულ იქნა საერთაშორისო აქტორების როლი და არჩევნები. კონფერენციის ბოლო პანელი კი შეეხებოდა საქართველოში ამომრჩევლების რადიკალიზაციას, მასთან გამკლავების გზებსა და ამ პროცესის შესაძლო გავლენას დემოკრატიზაციაზე. მესამე პანელის მომხსენებლები იყვნენ: თამარ ჩუგოშვილი, დამოუკიდებელი დეპუტატი შოთა დიღმელაშვილი, მოძრაობა “სირცხვილიას” და “ფლანგვის დეტექტორის” თანადამფუძნებელი, ჟურნალისტი; Forbes-ის აღმასრულებელი რედაქტორი მიხეილ ბენიძე, სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების (ISFED) წარმომადგენელი თამარ კინწურაშვილი, მედიის განვითარების ფონდის (MDF) აღმასრულებელი დირექტორი.