29/03/2017 magda

საპარლამენტო მონიტორინგი – ნაციონალური ფონდი დემოკრატიისთვის (NED)

პროქტის ხანგრძლივობა: 10.2016 || 09.2017

სტატუსი: Ongoing

დონორი: ნაციონალური ფონდი დემოკრატიისთვის (NED)

ბიუჯეტი: 66,626 USD

ნაციონალური ფონდი დემოკრატიისთვის (NED) მხარდაჭერით, საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტი მიზნად ისახავს ქართული პოლიტიკური პარტიებისა და მათი საქმიანობის მონიტორინგს.

ექსპერტთა გამოკითხვის სერიეა, რომელიც პროექტის ფარგლებში ხორციელდება, გულისხმობს, 30-50 ექსპერტის გამოკითხვას და მიღებული შედეგების, დასავლეთში ფართოდ აპრობირებული მეთოდოლოგიით, გაფილტვრა-აგრეგაციას. გამოკითხვა მოიცავს, პოლიტიკური პარტიების წინასაარჩევნო რეიტინგების დადგენას და ასევე კონკრეტულ კომენტარებსა და რეკომენდაციებს პოლიტიკური პარტიებისთვის. ექსპერთა პირველი გამოკითხვა 2016 წლის საპარლამდენტო არჩევნებამდე მცირე ხნით ადრე ჩატარდა, რის შემდეგაც მან კვარტალური სახე მიიღო.

გამოკითხვის შედეგებთან დაკავშირებით, პოლიტიკის ინსტიტუტი ამზადებს ანალიტიკურ სტატიებსა და კომენტარებს, ისევე როგორც ბლოგ პოსტებსა და ინფოგრაფიკებს. ძირითადი მიზანს წარმოადგენს ამერიკული FiveThirtyEight მსგავსი პლატფორმის შექმნა, რომელსაც შეუძლია მონაცემების როგორც შეგროვება ასევე მათი ახსნა.

იმისათვის, რომ დისკუსიას უფრო მეტად შეუწყოს ხელი და ასევე, წაახალისოს ანგარიშვალდებულების კლიმატი, GIP ჩაატარებს კვლევას და შეაფასებს ახალი მთავრობის მმართველობის პირველ 100 დღეს. მასში გაანალიზებული იქნება ხელისუფლების პირველი ნაბიჯები სოციალურ-ეკონომიკური, დემოკრატიისა და საგარეო უსაფრთხოების სფეროებში. ანგარიშში ასევე შეფასებული იქნება საარჩევნო პროგრამა და თუ რამდენად ასრულებს ახალი მთავრობა და საპარლამენტო უმრავლესობა წინასაარჩევნო დაპირებებს. აღნიშნული ანგარიშის პრეზენტაციას პოლიტიკის ინსტიტუტი პარლამენტის და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების მონაწილეობით უმასპინძლებს, სადაც განიხილება კვლევის შედეგები და რეკომედაციები.

და ბოლოს, პროექტის შედეგების გაზიარებისა და შემდგომი რეკომენდაციების გაკეთების მიზნით, GIP საერთაშორისო კონფერენციას გაუწევს ორგანიზებას. კონფერენციაზე მოწვეულნი იქნებიან ძირითადი პოლიტიკური პარტიების, ადგილობრივი და საერთაშორისო სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები, ევროპელი ექსპერტები პარლამენტარიზმის საკითხებიში და ჟურნალისტები.

, , ,